ზედა სიმონეთი
ზედა სიმონეთი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი). სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (XI ს.). სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.
სოფელი | |
---|---|
ზედა სიმონეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზედა სიმონეთი |
კოორდინატები | 42°13′55″ ჩ. გ. 42°55′15″ ა. გ. / 42.23194° ჩ. გ. 42.92083° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 360 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1349[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ეტიმოლოგია
რედაქტირებაწმინდა გიორგის ეკლესიის XI საუკუნის წარწერაში მოხსენიებულია როგორც სომიანეთი:
წ[მიდა]ო გი[ორგი] შე[იწყალე]
სოფელი ს-
ომიანე-
თი
„სომიანეთი“, როგორც ჩანს, სოფლის ადრინდელი სახელწოდებაა. ხალხური ეტიმოლოგიის შედეგს უნდა წარმოადგენდეს „სვიმონეთი“.[2]
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს სიმონეთის ვაკესა და ბორცვიან მთისწინეთზე. ზღვის დონიდან 360 მეტრზე, თერჯოლიდან 15 კილომეტრი. სოფელი გაშლილია შემაღლებულ პლატოზე და ზემოდან გადაჰყურებს ყვირილას დაბლობს.
ისტორია
რედაქტირება1716 წელს სოფელში გაიმართა სიმონეთის ბრძოლა, რომლის შედეგადაც იმერეთის მეფე გახდა გიორგი IV გურიელი. 1926 წლისთვის ზედა სიმონეთის თემი შედგებოდა ოთხი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 5032 ადამიანს, ხოლო ფართობი 46,8 კმ²-ს.[3]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1349 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 1824 | 890 | 934 |
2014[1] | 1349 | 697 | 652 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადა ქართველი მწერალი დავით კლდიაშვილი. ზედა სიმონეთში არის დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი[5].
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 352.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 334.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ დანელია კ., სარჯველაძე ზ., ქართული პალეოგრაფია, თბ.: „ნეკერი“, 1997. — გვ. 81–82.
- ↑ ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა[მკვდარი ბმული] საქართველოს ეროვნული არქივი
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ საქართველოს მუზეუმები