საქართველოს მუნიციპალიტეტები

მეორე დონის ადმინისტრაციული ერთეული
(გადამისამართდა გვერდიდან მუნიციპალიტეტი (საქართველო))

საქართველოს მუნიციპალიტეტები — თვითმმართველი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულები საქართველოში.

საქართველო
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
საქართველოს პოლიტიკური
მოწყობა
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლება
საქართველოს მთავრობა
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი კობახიძე
საკანონმდებლო ხელისუფლება
საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარე : შალვა პაპუაშვილი
პარტიები პარლამენტში :
პოლიტიკური პარტიები
სასამართლო ხელისუფლება
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საერთო სასამართლოები
ტერიტორიული მოწყობა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

მუნიციპალიტეტი არის ერთადერთი ერთეული საქართველოში, სადაც ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობა. საქართველოში 2020 წლის მდგომარეობით 69 მუნიციპალიტეტია. მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 9 მხარეში, რომლებიც წარმოადგენენ დე-ფაქტო ერთეულებს.

საქართველოს 69 მუნიციპალიტეტიდან 64 სასოფლო (თვითმმართველი თემი) და 5 საქალაქო (თვითმმართველი ქალაქი) მუნიციპალიტეტია, თუმცა მათ შორის იურიდიული განსხვავება არ არსებობს. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მართვის ოპტიმიზაციის მიზნით მუნიციპალიტეტი იყოფა ადმინისტრაციულ ერთეულებად. თვითმმართველ თემში ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია ერთი ან რამდენიმე დასახლების ტერიტორიას ემთხვევა, თვითმმართველ ქალაქში კი ის დასახლების ნაწილია.

მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია დედაქალაქი თბილისი. ხუთი მუნიციპალიტეტი 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოში ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა საშუალო რაოდენობა შეადგენს 58 ათას ადამიანს, რაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მსხვილი მაჩვენებელია. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მისი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელ შტოს ხელმძღვანელობს მერი. მერი და საკრებულო ირჩევა მოსახლეობის მიერ 4 წლის ვადით.

რაიონები შეიქმნა 1929-1930 წლებში საქართველოს სსრ-ის ტერიტორიაზე მანამდე არსებული მაზრების დაშლის შედეგად. 1991-2006 წლებში საქართველოს რაიონები იმართებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული პირის, ჯერ პრეფექტის, შემდეგში გამგებლის მეშვეობით. რაიონის ფარგლებში 1998-2006 წლებში არსებობდა კიდევ ერთი სუბ-ნაციონალური დონე, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდებოდა. თვითმმართველ ერთეულებს წარმოადგენდნენ სოფელი, თემი, დაბა და ქალაქი (გარდა ხუთი ე.წ. რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა) და მათი რაოდენობა შეადგენდა 1004 ერთეულს. 2005 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული იყო პროექტი, რომელიც საქართველოში ორდონიანი თვითმმართველობის შემოღებას ითვალისწინებდა. პროექტის მიხედვით უნდა შექმნილიყო 298 ქალაქი და თემი და 13 მხარე. [1] პროექტი არ იქნა მიღებული, მის ნაცვლად განხორციელდა არსებული ერთეულების გამსხვილება, გაუქმდა ქვედა დონე, რაიონებს ეწოდა მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობა შემოღებულ იქნა მუნიციპალიტეტის დონეზე. 2006 წელს ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები მუნიციპალურ დონეზე, სადაც არჩეულ იქნენ მუნიციპალიტეტების საკრებულოები. 2010 წელს ჩატარდა თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები. 2013 წელს საქართველოს მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მინიმუმ 59 ახალი მუნიციპალიტეტის შექმნას, თუმცა საბოლოოდ შეიქმნა მხოლოდ შვიდი ახალი მუნიციპალიტეტი, ქალაქები თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი. 2014 წელს ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში პირველად იქნენ არჩეული მუნიციპალიტეტების მერები პირდაპირი წესით. 2017 წელს ახლადშექმნილი 7 მუნიციპალიტეტი გაუქმდა.[2].

მუნიციპალიტეტების სია

რედაქტირება
 
საქართველოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობის სიმჭიდროვე, 2014 წ.
სახელწოდება ადმინისტრაციული
ცენტრი
ფართობი
(კმ²)
მოსახლეობა
(ადამიანი)
(აღწერა 2014)[3]
მოსახლეობა
(ათასი ადამიანი)
(შეფასება, 2020)[4]
მოსახლეობის სიმჭიდროვე
(ადამ/კმ², 2014)
თვითმმართველი ქალაქები
თბილისი თბილისი 504,2 1108717 1184,8 2198,8
ბათუმი ბათუმი 82,3 152839 189,1 1857,1
ქუთაისი ქუთაისი 67,7 147635 135,2 2180,7
რუსთავი რუსთავი 60,6 125103 128,7 2064,4
ფოთი ფოთი 65,8 41465 41,5 630,2
თვითმმართველი თემები
გორის მუნიციპალიტეტი გორი 1352,2 125692 121,1 93
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ზუგდიდი 692,0 105509 100,2 152,5
მარნეულის მუნიციპალიტეტი მარნეული 935,5 104300 107,2 111,5
გარდაბნის მუნიციპალიტეტი გარდაბანი 1212,2 81876 80,4 67,5
ქობულეთის მუნიციპალიტეტი ქობულეთი 711,3 74794 72,2 105,2
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ოზურგეთი 675,0 62863 59,9 93,13
თელავის მუნიციპალიტეტი თელავი 1094,5 58350‬ 55,3 60
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ზესტაფონი 423,7 57628 55,5 136
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი წყალტუბო 700,1 56883 47,9 81,2
მცხეთის მუნიციპალიტეტი მცხეთა 636,5 55651‬ 53,2 87,4
გურჯაანის მუნიციპალიტეტი გურჯაანი 846,0 54337 52,1 64,2
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ბოლნისი 804,0 53590 55,6 66,7
ხაშურის მუნიციპალიტეტი ხაშური 585,2 52603 51,3 89,9
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი საგარეჯო 1553,7 51761 52,2 33,3
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ბათუმი 356,4 51189 52,6 143,6
სამტრედიის მუნიციპალიტეტი სამტრედია 364,1 48562 44,0 133,4
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ახალქალაქი 1235,0 45070 41,5 36,5
კასპის მუნიციპალიტეტი კასპი 803,2 43771 42,0 54,5
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ლაგოდეხი 890,2 41678 41,1 46,8
ქარელის მუნიციპალიტეტი ქარელი 687,7 41316 40,8 60,1
ჭიათურის მუნიციპალიტეტი ჭიათურა 540,0 39884 38,6 73,9
სენაკის მუნიციპალიტეტი სენაკი 520,7 39652 35,0 76,2
ახალციხის მუნიციპალიტეტი ახალციხე 1010,3 38895 39,4 38,5
საჩხერის მუნიციპალიტეტი საჩხერე 768,5[] 37775 35,3 49,2
თერჯოლის მუნიციპალიტეტი თერჯოლა 357,0 35563 31,9 99,4
მარტვილის მუნიციპალიტეტი მარტვილი 880,6 33463 31,8 38
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ლანჩხუთი 533,1 31486 30,2 59,1
ახმეტის მუნიციპალიტეტი ახმეტა 2207,6 31461 28,9 14,3
ხობის მუნიციპალიტეტი ხობი 676,0 30548 28,2 45,2
სიღნაღის მუნიციპალიტეტი სიღნაღი 1251,0 29948 29,3 23,9
ყვარლის მუნიციპალიტეტი ყვარელი 1000,0 29827 30,3 29,8
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი წალენჯიხა 646,7 26158 23,7 40,4
დუშეთის მუნიციპალიტეტი დუშეთი 2981,5 25659 26,2 8,6
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ბორჯომი 1189,0 25214 25,0 21,2
ვანის მუნიციპალიტეტი ვანი 557,0 24512 21,6 44
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი ნინოწმინდა 1354,0 24491 19,6 18,1
ხონის მუნიციპალიტეტი ხონი 428,5 23570 21,4 55
ხულოს მუნიციპალიტეტი ხულო 710,0 23327 26,3 32,9
აბაშის მუნიციპალიტეტი აბაშა 322,5 22341 19,9 69,3
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი ჩხოროწყუ 619,4 22309 21,5 36
ბაღდათის მუნიციპალიტეტი ბაღდათი 815,4 21582 18,7 26,5
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი დედოფლისწყარო 2532,0 21221 20,8 8,4
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი თეთრიწყარო 1174,5 21127 22,2 18
ტყიბულის მუნიციპალიტეტი ტყიბული 478,8 20839 18,2 43,5
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ხარაგაული 913,9 19473 18,7 21,3
დმანისის მუნიციპალიტეტი დმანისი 1198,8 19141 20,6 16
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ჩოხატაური 825,1 19001 18,0 23
წალკის მუნიციპალიტეტი წალკა 1050,6 18849 19,5 17,9
ქედის მუნიციპალიტეტი ქედა 452,0 16760 16,8 37,1
ადიგენის მუნიციპალიტეტი ადიგენი 799,6 16462 16,1 20,6
შუახევის მუნიციპალიტეტი შუახევი 588,0 15044 15,0 25,6
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ამბროლაური 1142,0 11186 10,5 9,8
ცაგერის მუნიციპალიტეტი ცაგერი 754,0 10387 8,8 13,8
ასპინძის მუნიციპალიტეტი ასპინძა 825,0 10372 10,5 12,6
თიანეთის მუნიციპალიტეტი თიანეთი 906,3 9468 10,2 10,4
მესტიის მუნიციპალიტეტი მესტია 3044,5 9316 9,4 3,1
ონის მუნიციპალიტეტი ონი 1360,0[] 6130 5,7 4,5
ლენტეხის მუნიციპალიტეტი ლენტეხი 1344,0 4386 4,1 3,3
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი სტეფანწმინდა 1081,7 3795 3,8 3,5
რუსეთის მიერ ოკუპირებული მუნიციპალიტეტები
სახელწოდება ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი (კმ²) მოსახლეობა (2002)[5][] მოსახლეობა (ბოლო)[6][7][] მოსახლეობის სიმჭიდროვე

(ადამ/კმ²)

აჟარის მუნიციპალიტეტი აჟარა 87,7 1956 196 2,2
თიღვის მუნიციპალიტეტი ავნევი 406 1591 4531 11,1
ერედვის მუნიციპალიტეტი ერედვი 8334 3764‬
ქურთის მუნიციპალიტეტი ქურთა 7323 4029
ახალგორის მუნიციპალიტეტი ახალგორი 1011 7703 4209 4,1
შენიშვნები
  1. ყოფილი სინაგურის სასოფლო საბჭოს ტერიტორიასთან ერთად — 973,0. ეს ტერიტორია 1991 წელს ჯავის რაიონს ჩამოაჭრეს და საჩხერის რაიონს მიუერთეს.
  2. ყოფილ კიროვისა და ჩასავლის სასოფლო საბჭოებთან ერთად — 1712,0 ეს ტერიტორია 1991 წელს ჩამოეჭრა ჯავის რაიონს და მიუერთდა ონისას.
  3. 2002 წლის აღწერით, როდესაც საქართველოს ცენტრალური ცელისუფლების იურისდიქცია ვრცელდებოდა ამ მუნიციპელიტეტების მთლიან (აჟარა) ან ნაწილობრივ (დანარჩენი) ტერიტორიებზე.
  4. სეპარატისტული და საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩატარებული უკანასკნელი აღწერების თანახმად (2011 — აფხაზეთში, 2015 — ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთში).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014“, თბილისი, 2015

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. შერგელაშვილი, თ. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის კონცეპტუალური მოდელი, თბილისი, 2005
  2. 2014 – 2017 წლებში მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ცვლილებების შედეგები
  3. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  4. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 2021-01-29.
  5. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  6. И.Р. Тибилов, Т.В. Базаев, Р.Р. Зассеева, М.Э. Пухаева, А.В. Сиукаева, М.Х. Гучмазова. (2016)Перепись Южной Осетии за 2015 год. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-10. ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი, 2020.
  7. Гулрыпшский район 2011 г.. ethno-kavkaz.narod.ru. ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი, 2020.