ლაგოდეხი
ლაგოდეხი — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა — 5918 (2014 წ.).[4] მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ლაგოდეხისწყლის (მაწიმისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, წნორ-ბელაქნის საავტომობილო გზაზე (ქალაქიდან გზატკეცილი გადის ყვარლის მიმართულებითაც). ზღვის დონიდან 435 მ, თბილისიდან 165 კმ (თბილისთან დაკავშირებულია საჰაერო ხაზითაც). წნორიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 38 კმ. ლაგოდეხში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12,6 °C, იანვარში 0,9 °C, აგვისტოში 24 °C. აბსოლუტური მინიმალური –23 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 38 °C. ნალექები 1080 მმ წელიწადში. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ლაგოდეხის სიახლოვეს მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალი. ლაგოდეხში არის ნეკრესის ეპარქიის რეზიდენცია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლაგოდეხი | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
მხარე | კახეთის მხარე | ||||
მუნიციპალიტეტი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი | ||||
კოორდინატები | 41°49′00″ ჩ. გ. 46°17′00″ ა. გ. / 41.81667° ჩ. გ. 46.28333° ა. გ. | ||||
პირველი ხსენება | მე-8 საუკუნე | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1962 | ||||
ცენტრის სიმაღლე | 450 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 5 198 (2014)[1] | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 86,6 % რუსები 5,1 % სომხები 4,6 % | ||||
რელიგიური შემადგენლობა | ქრისტიანები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | 354[2] | ||||
საფოსტო ინდექსი | 2700[3] | ||||
| |||||
ისტორიარედაქტირება
ლაგოდეხი წყაროებში ცნობილია აგრეთვე ლაგოეთის, ლაკუათის და ლაკუასტის სახელწოდებით. პირველად დამოწმებულია VIII ს-ში (ადმინისტრაციული ერთეული ლაკუასტის ხევი), როდესაც ერისმთავარმა არჩილმა აქ ციხესიმაგრე ააგო. XI ს-ში აქ იყო ჰერეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონასტერი. სოფელი ლაგოდეხი შედიოდა სიღნაღის მაზრაში. 1930 წლიდან გახდა ლაგოდეხის რაიონის ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1962 წელს.
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 5918 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1915[5] | 368 | -- | -- |
1989[6] | 8968 | -- | -- |
2002[6] | 6875 | -- | -- |
2014[4] | 5918 | 2752 | 3166 |
ფოტოგალერეარედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- კაკაბაძე ვ., მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 97.
სქოლიორედაქტირება
- ↑ http://census.ge/ge/mosakhleobis-2014-tslis-sakoveltao-aghtseris-dziritadi-shedegebi-zogadi-informatsia/201#.WoWZxui5vDc
- ↑ http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
- ↑ https://www.gpost.ge/?site-lang=ka&site-path=help/zipcodes/&group=3&letter=%E1%83%9A
- ↑ 4.0 4.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Кавказский календарь на 1915 год
- ↑ 6.0 6.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2016.