ჰერეთი
ჰერეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე.
ჰერეთი | |
---|---|
ჰერეთი 950 წელს | |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | კახეთის მხარე |
წყაროებში პირველად V საუკუნეში მოიხსენიება. უძველეს ხანაში კავკასიის ალბანეთის სამეფოში შედიოდა. X-XIV საუკუნეების წყაროების მიხედვით მოიცავდა გვიანდელი ხანის შიგნიკახეთისა და გაღმამხრის ტერიტორიას საინგილოს ჩათვლით. XII საუკუნეში ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა საქართველოს ფეოდალური მონარქიის ერთ-ერთი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული — ჰერეთის საერისთავო, რომელიც დაღესტნის მოსაზღვრე მთიანეთსაც მოიცავდა. XI საუკუნის ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ჰერეთი მოიცავდა კამბეჩოვანსაც და სუჯეთსაც (ე. ი. გარდა მდ. ალაზნის ველისა, მდ. ივრის შუა და ქვემო დინების ზეგანს), თუმცა წყაროსეული ცნობა უფრო ძველ რეალობას ასახავს და ეფარდება ვახტანგ I გორგასალის (V ს.) მიერ შექმნილ ადრინდელი პერიოდის ჰერეთის საერისთავოს ტერიტორიას. ზოგიერთი წყაროს მიხედვით სახელწოდება „ჰერეთი“ აგრეთვე კავკასიის ალბანეთის ტერიტორიასაც აღნიშნავს. XV საუკუნიდან ტერმინი „ჰერეთი“ აღარ იხმარება და მას ენაცვლება ტერმინი კახეთი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 628.
- პაპუაშვილი თ. ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბილისი, 1970
- მუსხელიშვილი დ. კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები XII-XIII საუკუნეში, „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული“ 1967 ტ. 3
- მუსხელიშვილი დ. ციხე-ქალაქი უჯარმა, თბილისი, 1966
- ბერძენიშვილი ნ. მცხეთის საბუთი XI ს-ისა, „საქართველოს მუზეუმის მოამბე“ 1931 ტ. 6
- ჯანაშვილი, ი. „გეოგრაფიული და ისტორიული აღწერა ჰერეთისა“ ჟურნალი „მოგზაური“ N4 გვ. 372-376 — 1901 წ.