კახეთის მხარე
კახეთის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების კახეთის, ჰერეთის (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KA.
ადმინისტრაციული ერთეული | |
---|---|
კახეთის მხარე | |
ქვეყანა | საქართველო |
ადმ. ცენტრი | თელავი |
შიდა დაყოფა | ახმეტის მუნიციპალიტეტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, თელავის მუნიციპალიტეტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი და ყვარლის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°45′00″ ჩ. გ. 45°43′00″ ა. გ. / 41.75000° ჩ. გ. 45.71667° ა. გ. |
სახელმწიფო რწმუნებული | გიორგი ალადაშვილი |
ფართობი | 11309.5 კვადრატული კილომეტრი |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 318 583 (2014) კაცი |
სიმჭიდროვე | 28,2 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 85,16 % აზერბაიჯანელები 10,16 % ქისტები 1,75 % ოსები 0,79 % სომხები 0,69 % რუსები 0,60 %[1] |
სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
მართლმადიდებლები 85,75 % მუსლიმები 12,14 %[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
ოფიციალური საიტი | http://www.kakheti.gov.ge/ |
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაკახეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
ზოგადი ცნობები
რედაქტირებამხარის ფართობი შეადგენს 11 310 კვ.კმ–ს, მოსახლეობა — 318 583, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 28,2 კაცს. მოსახლეობის 85,16 % ქართველია, 10,16 % აზერბაიჯანელი, 4,68 % სხვა ეროვნებების წარმომადგენელი. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
ადგილობრივი მმართველობა
რედაქტირებამხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია — 1, მუნიციპალიტეტის გამგეობა — 8, სოფლის საკრებულო — 110. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1993 წლის დეკემბერში, დღემდე მუშაობდნენ:
- 1993 — ლევან თედიაშვილი
- 1995 — გიორგი არსენიშვილი
- 2002 — ბიძინა სონღულაშვილი
- 2003 — თამაზ ხიდეშელი
- 2004 — პეტრე ცისკარიშვილი
- 2006 — გია ნაცვლიშვილი
- 2008 — ლევან ბეჟაშვილი
- 2008 — გიორგი ღვინიაშვილი
- 2012 — ზურაბ ჭიაბერაშვილი
- 2013 — ირაკლი შიოლაშვილი
- 2016 — ირაკლი ქადაგიშვილი
- 2021 — ირაკლი შიოშვილი[3]
- 2022 — გიორგი ალადაშვილი[4]
ისტორია
რედაქტირებამხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:
მოსახლეობა
რედაქტირებაამჟამად კახეთში 320 ათასამდე მცხოვრებია (საქართველოს მოსახლეობის თითქმის 9 %). უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე მისი მოსახლეობა შედარებით ნელა იზრდებოდა, რაც განპირობებული იყო ზომიერი ბუნებრივი მატებითა და სოფლიდან ქალაქში მიგრაციით. კახეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე 28,2 კაცს უდრის ერთ კვადრატულ კილომეტრზე. კახელები ძირითადად ივრის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში — ალაზნის ველის მიმდებარე გორაკ-ბორცვიან ზოლში ცხოვრობენ.
მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[5] | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016 ' | 2017 ' | 2018 ' |
---|---|---|---|---|---|
კახეთი | 407 182 | 318 583 | 317 800 | 315 900 | 314 700 |
ახმეტის | 41 641 | 31 461 | 31 000 | 30 500 | 30 200 |
გურჯაანის | 72 618 | 54 337 | 53 900 | 53 500 | 53 100 |
დედოფლისწყაროს | 30 811 | 21 221 | 21 300 | 21 200 | 21 100 |
თელავის | 70 589 | 58 350 | 57 700 | 57 200 | 56 600 |
ლაგოდეხის | 51 066 | 41 678 | 41 600 | 41 500 | 41 400 |
საგარეჯოს | 59 212 | 51 761 | 52 100 | 52 100 | 52 300 |
სიღნაღის | 43 587 | 29 948 | 30 000 | 29 800 | 29 700 |
ყვარლის | 37 658 | 29 827 | 30 100 | 30 200 | 30 300 |
ეთნიკური შემადგენლობა
რედაქტირებაკახეთის ეროვნული შედგენილობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. აქ უმრავლესობა (85 %) ქართველია. აქ ასევე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, ქისტები, ოსები, რუსები და სომხები.
ეკონომიკა
რედაქტირებაკახეთის მხარე სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მევენახეობა. რეგიონის ღვინის წარმოებაში აშშ-სა და საფრანგეთის ინვესტიციებია წარმოდგენილი. საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ნავთობის გარკვეული მარაგებია. 2004 წელს ჩინური კაპიტალის მონაწილეობით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა ხადორის ჰესი. მხარისათვის პერსპექტიულია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება (დავით გარეჯის კომპლექსი, ალავერდი, იყალთო და სხვა).
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებამხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური ვებ-გვერდი
- საქართველოს მუზეუმები — კახეთი დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ georgia-ethnic-2014
- ↑ georgia-religion2014
- ↑ „კახეთის გუბერნატორად ირაკლი შიოშვილი დაინიშნა“. reginfo.ge. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „კახეთის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა“. gov.ge. ციტირების თარიღი: 29 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული] - ↑ Georgia division