საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 — ღონისძიება, რომელიც 2014 წლის 5-დან 19 ნოემბრამდე მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა[1]. მისი მიზანი იყო საყოველთაო დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოცილური მონაცემების მიღება. აღწერის ორგანიზატორი იყო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014

საქსტატის ლოგო
ძირითადი ინფორმაცია
აღწერის თარიღი 5-19 ნოემბერი, 2014
მოსახლეობა სულ 3 713 804
პროცენტული ცვლილება 14.7 %
ყველაზე მეტი მოსახლეობა თბილისი
1 108 717
ყველაზე ცოტა მოსახლეობა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი
32 089
ლოგო

ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით, ამინდის გაუარესების საშიშროებიდან გამომდინარე, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში (მესტიის, ყაზბეგის, დუშეთისა (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უაკანაფშავის, შატილის, მაღაროსკარის თემები) და ახმეტის (ომალოს თემი) მუნიციპალიტეტები) აღწერა სექტემბრის თვეში ჩატარდა[2].

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველადი შედეგები 2015 წლის აპრილში გახდა ცნობილი. წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3 729 635 ადამიანია. 2002 წლის აღწერასთან შედარებით საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 641 900-ით შემცირდა. სოფლად 1 589 509 ადამიანი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობა 23,8 %-ით შემცირებულია, ხოლო ქალაქის 6,3 %-ით. საქართველოს მოსახლეობის 57,4 % ქალაქში ცხოვრობს, რაც 2002 წლის აღწერის მაჩვენებელს 5,1 %-ით აღემატება.[3]

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდა.[4] 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535 კაცი) შედარებით 15 პროცენტით (657 731 კაცი) ნაკლებია. 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 122 623 კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ - 1 591 181 კაცი.

საქართველოს ფაქტობრივი მოსახლეობა

რედაქტირება

მოსახლეობის განაწილება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით

რედაქტირება
სახელწოდება 2014 წელი [5] 2002 წელი [6] ზრდა (+/-) 2002-2014 წწ.
ორივე სქესი კაცი ქალი ორივე სქესი კაცი ქალი
საქართველო 3 713 804 2 122 623 1 591 181 4 355 673 2 049 786 2 305 887 -15 %
თბილისი 1 108 717 502 890 605 827 1 084 087 489 702 594 385 2 %
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (კოდორის ხეობა) 1957 999 958
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 333 953 184 774 149 179 375 831 180 944 194 887 -11 %
ქ. ბათუმი 152 839 72 757 80 082 122 207 56 419 65 788 25 %
ქედის მუნიციპალიტეტი 16 760 8 410 8 350 20 144 10 004 10 140 -17 %
ქობულეთის მუნიციპალიტეტი 74 794 36 982 37 812 87 968 43 193 44 775 -15 %
შუახევის მუნიციპალიტეტი 15 044 7 555 7 489 21 833 10 733 11 100 -31 %
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 51 189 25 612 25 577 90 858 44 724 46 134 -44 %
ხულოს მუნიციპალიტეტი 23 327 11 612 11 715 32 821 15 871 16 950 -29 %
გურიის მხარე 113 350 31 904 81 446 143 126 67 036 76 090 -21 %
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 31 486 15 234 16 252 40 347 18 931 21 416 -22 %
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 62 863 30 223 32 640 78 661 36 719 41 942 -20 %
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 19 001 9 203 9 798 24 118 11 386 12 732 -21 %
იმერეთის მხარე 533 906 258 510 275 396 689 345 325 414 363 931 -23 %
ქ. ქუთაისი 147 635 69 194 78 441 180 822 82 999 97 823 -18 %
ტყიბულის მუნიციპალიტეტი 20 839 10 107 10 732 30 684 14 474 16 210 -32 %
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 56 883 28 343 28 540 73 304 34 852 38 452 -22 %
ჭიათურის მუნიციპალიტეტი 39 884 19 412 20 472 53 998 25 889 28 109 -26 %
ბაღდათის მუნიციპალიტეტი 21 582 10 628 10 954 29 446 13 950 15 496 -27 %
ვანის მუნიციპალიტეტი 24 512 12 072 12 440 34 141 16 220 17 921 -28 %
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 57 628 28 082 29 546 75 077 35 963 39 114 -23 %
თერჯოლის მუნიციპალიტეტი 35 563 17 770 17793 45 485 21 825 23 660 -22 %
სამტრედიის მუნიციპალიტეტი 48 562 23 086 25 476 60 429 28 090 32 339 -20 %
საჩხერის მუნიციპალიტეტი 37 775 18 808 18 967 46 261 22 799 23 462 -18 %
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 19 473 9 627 9 846 27 941 13 411 14 530 -30 %
ხონის მუნიციპალიტეტი 23 570 11 469 12 101 31 757 14 942 16 815 -26 %
კახეთის მხარე 318 583 156 154 162 429 406 394 194 341 212 053 -22 %
ახმეტის მუნიციპალიტეტი 31 461 15 632 15 829 41 000 19 706 21 294 -23 %
გურჯაანის მუნიციპალიტეტი 54 337 26 352 27 985 72 084 34 239 37 845 -25 %
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი 21 221 10 183 11 038 30 911 14 618 16 293 -31 %
თელავის მუნიციპალიტეტი 58 350 28 102 30 248 70 254 33 062 37 192 -17 %
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 41 678 20 953 20 725 51 119 24 973 26 146 -18 %
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 51 761 26 035 25 726 59 428 29 281 30 147 -13 %
სიღნაღის მუნიციპალიტეტი 29 948 14 169 15 779 43 584 20 346 23 238 -31 %
ყვარლის მუნიციპალიტეტი 29 827 14 728 15 099 38 014 18 116 19 898 -22 %
მცხეთა-მთიანეთის მხარე 94 573 47 645 46 928 125 898 60 537 65 361 -25 %
ახალგორის მუნიციპალიტეტი 7 650 3 691 3 959
დუშეთის მუნიციპალიტეტი 25 659 12 785 12 874 33 731 16 169 17 562 -24 %
თიანეთის მუნიციპალიტეტი 9 468 4 828 4 640 14 005 6 865 7 140 -32 %
მცხეთის მუნიციპალიტეტი 55 651 28 173 27 478 65 248 31 228 34 020 -15 %
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 3 795 1 859 1 936 5 264 2 584 2 680 -28 %
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე 32 089 15 584 16 505 50 957 24 153 26 804 -37 %
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი 11 186 5 501 5 685 16 225 7 686 8 539 -31 %
ლენტეხის მუნიციპალიტეტი 4 386 2 119 2 267 8 992 4 400 4 592 -51 %
ონის მუნიციპალიტეტი 6 130 2 894 3 236 9 182 4 195 4 987 -33 %
ცაგერის მუნიციპალიტეტი 10 387 5 070 5 317 16 558 7 872 8 686 -37 %
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე 330 761 159 070 171 691 463 198 218 259 244 939 -29 %
ფოთი 41 465 19 549 21 916 47 199 22 534 24 665 -12 %
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 105 509 50 306 55 203 166 463 77 608 88 855 -37 %
აბაშის მუნიციპალიტეტი 22 341 10 713 11 628 28 552 13 294 15 258 -22 %
მარტვილის მუნიციპალიტეტი 33 463 16 433 17 030 44 180 21 162 23 018 -24 %
სენაკის მუნიციპალიტეტი 39 652 18 704 20 948 52 093 24 195 27 898 -24 %
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 22 309 11 037 11 272 29 443 14 115 15 328 -24 %
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 26 158 12 677 13 484 39 945 18 862 21 083 -35 %
ხობის მუნიციპალიტეტი 30 548 15 009 15 539 41 062 19 587 21 475 -26 %
მესტიის მუნიციპალიტეტი 9 316 4 642 4 674 14 261 6 902 7 359 -35 %
სამცხე-ჯავახეთის მხარე 160 504 78 521 81 983 206 139 98 545 107 594 -22 %
ადიგენის მუნიციპალიტეტი 16 462 8 222 8 240 21 171 10 235 10 936 -22 %
ასპინძის მუნიციპალიტეტი 10 372 5 149 5 223 13 106 6 355 6 751 -21 %
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 45 070 22 143 22 927 60 486 29 287 31 199 -25 %
ახალციხის მუნიციპალიტეტი 38 895 18 791 20 104 45 741 21 945 23 796 -15 %
ბორჯომის მუნიციპალიტეტი 25 214 12 030 13 184 33 074 15 334 17 740 -24 %
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 24 491 12 186 12 305 32 561 15 389 17 172 -25 %
ქვემო ქართლის მხარე 423 986 208 532 215 454 494 291 238 936 255 355 -14 %
რუსთავი 125 103 59 859 65 244 116 175 55 081 61 094 8 %
ბოლნისის მუნიციპალიტეტი 53 590 26 804 26 786 74 243 36 346 37 897 -28 %
გარდაბნის მუნიციპალიტეტი 81 876 40 144 41 732 112 886 54 756 58 130 -27 %
დმანისის მუნიციპალიტეტი 19 141 9 579 9 562 28 062 13 660 14 402 -32 %
მარნეულის მუნიციპალიტეტი 104 300 52 416 51 884 117 660 57 710 59 950 -11 %
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 21 127 10 335 10 792 25 039 11 934 13 105 -16 %
წალკის მუნიციპალიტეტი 18 849 9 395 9 454 20 226 9 449 10 777 -7 %
შიდა ქართლის მხარე 263 382 128 282 135 100 314 450 150 920 163 530 -16 %
გორის მუნიციპალიტეტი 125 692 60 744 64 948 148 550 71 401 77 149 -15 %
კასპის მუნიციპალიტეტი 43 771 21 609 22 162 52 443 25 058 27 385 -17 %
ქარელის მუნიციპალიტეტი 41 316 20 410 20 906 50 317 24 477 25 840 -18 %
ხაშურის მუნიციპალიტეტი 52 603 25 519 27 084 63 140 29 984 33 156 -17 %
  • 2014 წლის მოსახლეობის აღწერისას, კოდორის ხეობა და ახალგორის მუნიციპალიტეტის აღწერა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის ოკუპაციის გამო ვერ მოხერხდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დასრულდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-11-24.
  2. აქსტატმა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის აღწერა დაასრულა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-11-24.
  3. აღწერის წინასწარი შედეგები ჟურნალი „ლიბერალი“
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-24. ციტირების თარიღი: 2019-08-21.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-26. ციტირების თარიღი: 2019-08-21.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-10. ციტირების თარიღი: 2019-08-21.