სამტრედიის მუნიციპალიტეტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სამტრედია.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
სამტრედიის მუნიციპალიტეტი | |||||
| |||||
ქვეყანა | საქართველო | ||||
მხარე | იმერეთის მხარე | ||||
ადმ. ცენტრი | სამტრედია | ||||
კოორდინატები | 42°09′45″ ჩ. გ. 42°20′30″ ა. გ. / 42.16250° ჩ. გ. 42.34167° ა. გ. | ||||
გამგებელი | დავით ბახტაძე | ||||
ფართობი | 364.1 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||||
მოსახლეობა | 48 562 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 133,38 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,4 % სომხები 0,8 % რუსები 0,4 % უკრაინელები 0,1 %[1] | ||||
სარწმუნოებრივი შემადგენლობა | მართლმადიდებლები 98,5 %[2] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||||
ოფიციალური საიტი | https://samtredia.gov.ge/ | ||||
| |||||
ბუნება
რედაქტირებასამტრედიის მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს, ხოლო მცირე ნაწილი საჯავახოს ზეგანზეა შეფენილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას შუაზე კვეთს მდინარე რიონი, სხვა მნიშვნელოვანი მდინარეა გუბისწყალი.
ტემპერატურა მერყეობს +5 °C–დან (იანვარი) +25 °C გრადუსამდე (ივლისი). ნალექების მაქსიმალური რაოდენოაბა ოქტომბერ-დეკემბერში ფიქსირდება (160 მმ.), მინიმალური კი - მაისში (20 მმ.).
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის მონაცემები
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 64 504 |
2002 | 60 429 |
2014 | 48 563 |
2021[3] | 43 400 |
ადგილობრივი თვითმმართველობა
რედაქტირებაადმინისტრაციული ერთეულები
რედაქტირებასამტრედიის მუნიციპალიტეტში არის შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
- 1 ქალაქი - სამტრედია
- 1 დაბა - კულაში
- 8 თემი - გომი, ეწერი, მელაური, ნაბაკევი, ოფეთი, საჯავახო, ტოლები, ღანირი
- 5 სოფელი - ბაში, გამოჩინებული, გორმაღალი, დიდი ჯიხაიში, იანეთი.
სამტრედიის მუნიციპალიტეტს გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა: სამტრედიის დროშა და სამტრედიის გერბი.
საკრებულო
რედაქტირებაპარტია | 2017[4] | 2021[5] | ამჟამინდელი საკრებულო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქართული ოცნება | 26 | 24 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაციონალური მოძრაობა | 4 | 7 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საქართველოსთვის | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლელო | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპული საქართველო | 2 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პატრიოტთა ალიანსი | 1 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სულ | 33 | 33 |
საზოგადოებრივი სფერო
რედაქტირებაჯანდაცვა
რედაქტირებამუნიციპალიტეტში ოთხი საავადმყოფო მოქმედებს: რაიონული (გათვლილია 50 საწოლზე), ბავშვთა და ბავშვთა და დედათა (გათვლილია 40 საწოლზე) საავადმყოფოები და მოზრდილთა პოლიკლინიკა. ოთხივე საავადმყოფო არსებობს შპს-ს ფორმით. ყველა მათგანი განთავსებულია ქალაქ სამტრედიაში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედებს 7 სადაზღვევო კომპანია.
განათლება
რედაქტირებასამტრედიაში სკოლამდელ დაწესებულებებს ხელმძღვანელობს ააიპ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, რომლის შემადგენლობაში შედის 20 ბაგა-ბაღი, ამათგან 11 ქალაქში, ხოლო 9 - სოფლებში. ბაღებს ემსახურება 50 პედაგოგი. სულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება ემსახურება 1005 აღსაზრდელს და უზრუნველყოფს მათ უფასო კვებას, აღზრდა-მომზადებას სასკოლოდ.
სამტრედიაში 16 საჯარო სკოლაა, აქედან 7 ქალაქ სამტრედიაში, ხოლო 9 - სხვადასხვა სოფელში.
კულტურა
რედაქტირებასამტრედიის მუნიციპალიტეტში არის ერთი მუზეუმი — ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი სოფელ დიდ ჯიხაიშში, ორი სამუსიკო სკოლა (დიდ ჯიხაიშსა და სამტრედიაში), მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი და სამხატვრო გალერეა ქალაქ სამტრედიაში.
მედია
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება ერთი ადგილობრივი გაზეთი „სამტრედიის მაცნე“.
ტრანსპორტი
რედაქტირებამუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1 და საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია:
- ტელეფისი - XI-XII საუკუნეების ციხის ნანგრევები სოფელ ტოლებში
- გამოჩინებული - წმიდა გიორგის სახელობის 1519 წლის ტაძარი საჯავახოში
- დაბლაგომის ნამოსახლარი - ანტიკური ხანის ნამოსახლარი დაბლაგომში
აგრეთვე:
- შუა ბაშის წმინდა ნიკოლოზისა და ღვთისმშობლის XIX საუკუნის ტაძრები
- ჭაგნის მთავარანგელოზისა და ღვთისმშობლის XVIII-XIX საუკუნეების ტაძრები
- ვაზისუბნის ღვთისმშობლის სახელობის XII საუკუნის ტაძარი
- ნაბაკევის ჯვარცმის სახელობის XV საუკუნის ტაძარი
- ჯიქთუბნის XV საუკუნის ტაძარი
- ჩხენიშის წმინდა გიორგის სახელობის შუა საუკუნეების ტაძარი
- ხუნჯულაურის მაცხოვრის შობის სახელობის XVII საუკუნის ტაძარი
- ნიგორზღვის წმინდა გიორგის სახელობის XVIII საუკუნის ტაძარი
- მტერჩვეულის მთავარანგელოზის სახელობის XIX საუკუნის ტაძარი
- გომმუხაყრუას XIX საუკუნის ტაძარი
- ნოღის წმინდა გიორგის სახელობის XIX საუკუნის დასასრულის ტაძარი
- კულაშის XVIII საუკუნის სინაგოგა
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაყელი ქ., კვერენჩხილაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 35-36.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ georgia-ethnic-2014.
- ↑ georgia-religion2014
- ↑ მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-09-16[მკვდარი ბმული]
- ↑ პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-09-16[მკვდარი ბმული]