გომმუხაყრუა
გომმუხაყრუა, მუხაღრუა — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის თემში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ზღვის დონიდან 40 მეტრი, სამტრედიიდან 15 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
გომმუხაყრუა | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
თემი | გომი |
კოორდინატები | 42°04′48″ ჩ. გ. 42°23′49″ ა. გ. / 42.08000° ჩ. გ. 42.39694° ა. გ. |
დაარსდა | XIX საუკუნე |
ადრეული სახელები | მუხაღრუა |
ცენტრის სიმაღლე | 40 მ |
მოსახლეობა | 298[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორიარედაქტირება
სოფელი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე დააარსა ეფთვიმე გენათელმა და მანვე ააშენა წმინდა გიორგის ტაძარი. შედიოდა საჯავახოს მხარეში და აერთიანებდა სოფლებს: ზედა გომი, გომნატეხები, კორმაღალი, კვირიკე[2] სოფლის ტაძარში 1878-1882 წლებში მღვდლად მსახურობდა მიხეილ ცინცაძე, კალისტრატე ცინცაძის მამა.[3]
განათლებარედაქტირება
სოფელში პირველი სკოლა 1896 წელს დაარსდა "მუხაყრუის ერთკლასიანი სასწავლებლის" სახელწოდებით. 1924 წელს იგი დაწყებით, ხოლო 1930 წელს შვიდწლიან სკოლად გადაკეთდა. ახლანდელი სამსართულიანი შენობა 1973 წელს აიგო. სკოლას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ზაპოროჟიეს ოლქის ვასილევსკის რაიონის სოფელ სკელკის საშუალო სკოლასთან. ამ სოფლის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა დაბლაგომის მცხოვრები ივანე გოგიშვილი.
დემოგრაფიარედაქტირება
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1874[4] | 1780 | ||
2002[5] | 454 | 229 | 225 |
2014[1] | 298 | 146 | 152 |
ლიტერატურარედაქტირება
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 94.
- დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 157-159
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 217 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
- ↑ გვენეტაძე ე. ყუბანეიშვილი ს. „სოფელ მუხაღრუას ეკლესიების ისტორიიდან“
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 212
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II