მთავარი მენიუს გახსნა

მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე (Marie-Frédéric Dubois de Montpéreux; დ. 28 მაისი, 1798, მოტიე, შვეიცარია — გ. 7 მაისი, 1850, იქვე) — შვეიცარიელი მოგზაური, სიძველეთა მკვლევარი და გეოლოგი. ნევშატელის აკადემიის პროფესორი.

დიუბუა დე მონპერე
ფრანგ. Frédéric DuBois de Montperreux
Frederic Dubois de Montpereux 3.jpg
დაბ. თარიღი 28 მაისი 1798(1798-05-28)[1]
დაბ. ადგილი მოტიე, ნევშატელის კანტონი, პრუსიის სამეფო[1]
გარდ. თარიღი 7 მაისი 1850(1850-05-07)[1] (51 წლის)
გარდ. ადგილი Peseux, ნევშატელის კანტონი, შვეიცარია
მოქალაქეობა Flag of Prussia (1892-1918).svg პრუსიის სამეფო
Flag of Switzerland.svg შვეიცარია
ჯილდოები Order of Saint Stanislaus

1831-1834 წლებში იმოგზაურა შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ყირიმსა და ამიერკავკასიაში. შედეგები გამოაქვეყნა 1839-1845 წლებში, ექვსტომიან ნაშრომში (დიდი ატლასის დართვით), რომელშიც თავმოყრილია ძვირფასი ფაქტობრივი მასალა ქვეყნის ბუნებისა და სიძველეთა შესახებ. დიუბუა დე მონპერე საქართველოს გეოლოგიის პირველი მკვლევარია. მან შენიშნა კავკასიონის კრისტალური სუბსტრატის გამოსავლები დარიალის ხეობასა და აფხაზეთში, აღნიშნა კავკასიონის ნაოჭა სისტემის ახალგაზრდა (გვიანმესამეული) ასაკი და სიმეტრიული აგებულება გარდიგარდმო ჭრილში. აღწერა საქართველოს დანალექი წყებების განამარხებული ფაუნა და შეადგინა საქართველოს პირველი გეოლოგიური რუკა.

დიუბუა დე მონპერე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ხალხთა ისტორიის საკითხებს, ქართულ და სომხურ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. გამოთქვამდა მოსაზრებებს ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თავისებურებათა და ისტორიის განვითარების შესახებ. მისი აზრით, ქართული ხუროთმოძღვრება ბიზანტიური და სომხური ხუროთმოძღვრების განშტოება ან ანარეკლი იყო. დიუბუა დე მონპერეს თეორიის სიმცდარე დაამტკიცეს ქართველმა ხელოვნებათმცოდნეებმა. მიუხედავად იმისა, რომ დიუბუა დე მონპერეს მიერ შემუშავებული კონცეფცია არასწორი იყო, მისი ნაშრომები მნიშვნელოვანია, რადგან მათში მოცემულია შემდგომში დაღუპული ან სახეშეცვლილი ძეგლების აღწერილობები და ჩანახატები.

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება