დაბლაგომი

სოფელი საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში.

დაბლაგომისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: გომმუხაყრუა, გომნატეხები, დაფნარი, დობირო, ზედა ეწერი, კეთილაური, კორმაღალი, მთისძირი, ქვედა ეწერი, ცივწყალა).

სოფელი
დაბლაგომი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი გომი
კოორდინატები 42°05′58″ ჩ. გ. 42°23′15″ ა. გ. / 42.09944° ჩ. გ. 42.38750° ა. გ. / 42.09944; 42.38750
ცენტრის სიმაღლე 40
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 895[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დაბლაგომი — საქართველო
დაბლაგომი
დაბლაგომი — იმერეთის მხარე
დაბლაგომი
დაბლაგომი — სამტრედიის მუნიციპალიტეტი
დაბლაგომი

მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, ბაღდათი-დაფნარის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 40 მ-ზე, სამტრედიიდან 14 კმ დაშორებით. სოფელში გამოვლენილია კირის ნედლეულის საბადო. სოფლის თავზე არის ძველი ციხის ნანგრევები.

დაბლაგომის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარი, ანტიკური ხანის სამაროვანი და ნასახლართა ნაშთები. აღმოჩენილი მასალა მოწმობს, რომ დაბლაგომი ანტიკური ხანის კოლხეთის სამეფოს ქალაქური ტიპის მნიშვნელოვანი სავაჭრო და სახელოსნო ცენტრი იყო. განსაკუთრებით დაწინაურებული იყო კერამიკული წარმოება. სოფელი ისტორიულად და გეოგრაფიულად მიეკუთვნებოდა საჩინოს მხარეს, გვიან შუა საუკუნეებში გარკვეული პერიოდი შედიოდა საჯავახოს მხარეში. სოფელში იდგა უფლის მირქმის სახელობის ეკლესია.[2]

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 895 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 1115 523 592
2014[1]   895 430 465

განათლება

რედაქტირება

დაწყებითი სკოლა დაბლაგომში 1918 წელს გაიხსნა. 1933 წლიდან სკოლა არასრულ საშუალო, ხოლო 1994 წლიდან - საშუალო სკოლად გადაკეთდა. სკოლაში დადიან შემდეგი სოფლებიდან: საკუთრივ დაბლაგომი, კეთილაური, ცივწყალა, დაფნარი. სოფელში მოქმედებს საბავშვო ბაღი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 245.
  • დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 140-143
  • „საქართველოს არქეოლოგია“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959.
  • Куфтин Б. А., Материалы к археологии Колхиды, т. 2, Тб., 1950;
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 217 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II