დაფნარი
დაფნარი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში.
სოფელი | |
---|---|
დაფნარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
თემი | გომი |
კოორდინატები | 42°06′20″ ჩ. გ. 42°19′38″ ა. გ. / 42.10556° ჩ. გ. 42.32722° ა. გ. |
დაარსდა | ძვ. წ. V-II სს |
ცენტრის სიმაღლე | 40 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 541[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 40 მ-ზე, სამტრედიიდან 7 კმ დაშორებით. სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. არის რკინიგზის სადგური. სოფელს ემსახურება დაბლაგომის საჯარო სკოლა.
ისტორია
რედაქტირებასოფლის მიდამოებში, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირას, ნაპოვნია ძვ. წ. V-II სს. ნასოფლარი და სამაროვანი. 1966-1973 წლებში გათხრების შედეგად (ხელმძღვანელი ნ. კიღურაძე) აღმოჩნდა ბუნებრივ და ხელოვნურ ტერასებზე აგებული ბათქაშით შელესილი წნული ოთკუთხა ფაცხები. საოჯახო სამაროვნები განლაგებულია ცალკეულ ბუდეებად, როგორც ჩანს, საკარმიდამო ნაკვეთებზე. სამარხებად გამოყენებულია ორმოებში ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად ჩადგმული საღვინე ქვევრები. გვხვდება როგორც მდიდრული, ისე ღარიბული სამარხები. არქეოლოგიური მასალა (თიხის ჭურჭელი, ვერცხლისა და ბრინჯაოს სამკაულები, მონეტები) მოწმობს ქონებრივ დიფერენციაციას სასოფლო თემის შიგნით. დაფნარი ვანის ანტიკური ხანის ქალაქის სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო. მოსახლეობა მისდევდა მევენახეობა-მეღვინეობას და ჩაბმული იყო სასაქონლო-ფულად ურთიერთობაში, რასაც ხელს უწყობდა მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ კომუნიკაციათა სიახლოვე.
შუა საუკუნეებში დაფნარი შედიოდა ჯერ ქვაბულიძეთა საერისთავოში, შემდეგ კი ჭილაძეების სათავადოში. სოფელში შემორჩენილია ადგილი „ჭილა მეფის ნასახლარი“.[2] სოფელში იდგა ღვთისმშობლის შობის ეკლესია. სოფელი მოხსენიებულია გალაკტიონის ლექსში „გურიის მთებს“.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 541 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 677 | 312 | 365 |
2014[1] | 541 | 270 | 271 |
ლიტერატურა
რედაქტირება- კიღურაძე ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 337.
- დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 135-137
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 218 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II