საჩინო (მხარე)
საჩინო — ისტორიული მხარე ქვემო იმერეთში. მოიცავდა მდინარეების ყუმურისა და სულორის ხეობებს, აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა მდინარე კორისწყალი, დასავლეთით საჯავახოს მხარის მთები. იყოფოდა ზემო საჩინოდ და ქვემო საჩინოდ. მთლიანად მოიცავდა ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტს და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხს. საჩინოს სხვადასხვა დროს ფლობდნენ ჯერ ქვაბულისძეთა, შემდეგ ჩიჯავაძეთა ფეოდალური საგვარეულოები. ქობულიძეები საჩინოსთან ერთად ფლობდნენ საჯავახოსაც, სანამ ეს უკანასკნელი ჭილაძეების გახდებოდა.[1]
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 211.
- ვახუშტი ბატონიშვილი – აღწერა სამეფოსა საქართველოსა. წგნ, ქართლის ცხოვრება ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ 4, თბილისი, 1973 წ.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- საჩინო — ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი
სქოლიორედაქტირება
- ↑ ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 218 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417