საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი — მემარჯვენე-კონსერვატიული პრორუსული[1][2][3] მიმართულების პოლიტიკური პარტია საქართველოში.[4] მისი თავმჯდომარეა დავით თარხან-მოურავი, ხოლო გენერალური მდივანი — ირმა ინაშვილი.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ხელმძღვანელობა | |
თავმჯდომარე | დავით თარხან-მოურავი |
გენერალური მდივანი | ირმა ინაშვილი |
ისტორია | |
დაფუძნდა | 19 დეკემბერი, 2012 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | ნაციონალ-კონსერვატიზმი |
პოლიტიკური პოზიცია | მემარჯვენეობა |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი |
0 / 150 |
საკრებულოები |
5 / 2 068 |
თბილისის საკრებულო |
0 / 50 |
ფერები | |
შტაბ-ბინა | ძმები კაკაბაძეების #2, თბილისი, საქართველო |
patriots.ge |
ისტორია
რედაქტირება„პატრიოტთა ალიანსი“ დაარსდა 2012 წლის დეკემბერში. 2013 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი სურვილი იყო „მესამე ძალა“ გამოჩენილიყო ქართულ პოლიტიკაში, რის გამოც კონსულტაციები გამართა სალომე ზურაბიშვილთან და ირმა ინაშვილთან.[5]
პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა პირველად მიიღო 2014 წელს, ადგილობრივ არჩევნებში. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თბილისის მერის არჩევნებში მეოთხე ადგილი დაიკავა ხმების 5%-ზე მეტით. პარტიამ თბილისის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში ხმათა 6,34% მიიღო, საარჩევნო ბარიერი გადალახა და ორი წევრი გაიყვანა დედაქალაქის საკრებულოში. თბილისის საკრებულოს დეპუტატები გახდნენ სოსო მანჯავიძე და მანუჩარ მაჩაიძე. ქვეყნის მასშტაბით საკრებულოთა პროპორციულ არჩევნებში საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა 4,72% დააგროვა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოიპოვა საკრებულოს მანდატები.
პარტიის კანდიდატებმა მეორე შედეგი აჩვენეს და მეორე ტურში დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ფოთში, ოზურგეთში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტსა და ხულოს მუნიციპალიტეტში მერების და გამგებლების პოსტის დასაკავებლად, თუმცა მეორე ტურში ყველგან დამარცხდნენ.
2016 წლის 8 ოქტომბერს პატრიოტთა ალიანსმა მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში, სადაც მესამე შედეგი აჩვენა 5,01%-ით და პროპორციული სიით პარლამენტში 6 დეპუტატი გაიყვანა.
2018 წელს პარტიამ არ წარადგინა კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე.
შედეგები არჩევნებში
რედაქტირებასაპარლამენტო
რედაქტირებაარჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– | სტატუსი |
---|---|---|---|---|---|
2016 | 88 097 | 5,01 | 6 / 150 |
ახალი | ოპოზიცია |
2020 | 60 480 | 3,14 | 4 / 150 |
2 | ოპოზიცია |
ადგილობრივი
რედაქტირებაარჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– |
---|---|---|---|---|
2014 | 66 805 | 4,72 | 47 / 2 088 |
ახალი |
2017 | 98 530 | 6,56 | 90 / 2 043 |
43 |
2021 | 25 697 | 1,46 | 5 / 2 068 |
85 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Pro-Russian party wins a toe-hold in Georgia's new parliament, Reuters
- ↑ Pro-Russian Parties in Georgia's 2016 Parliamentary Election: A Growing Footprint?
- ↑ Tbilisi: Pro-Russian party supporters demand Azerbaijan cede claim to ancient border monastery
- ↑ ქართულ პოლიტიკურ არენაზე ახალი პოლიტიკური პარტია - ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” დაარსდა ამერიკის ხმა
- ↑ არჩევნებში წარმატების შემდეგ პატრიოტთა ალიანსი ნაციონალური მოძრაობის რადიკალურ კრიტიკას აგრძელებს[მკვდარი ბმული] Civil Georgia, Tbilisi / 18 ივნ.'14 / 17:41