ნიგორზღვასოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, საჯავახოს თემში. მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 120 მეტრი, სამტრედიიდან 12 კილომეტრი. სოფელში დგას XVIII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

სოფელი
ნიგორზღვა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი საჯავახო
კოორდინატები 42°05′11″ ჩ. გ. 42°19′51″ ა. გ. / 42.08639° ჩ. გ. 42.33083° ა. გ. / 42.08639; 42.33083
ცენტრის სიმაღლე 120
მოსახლეობა 325[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნიგორზღვა — საქართველო
ნიგორზღვა
ნიგორზღვა — იმერეთის მხარე
ნიგორზღვა
ნიგორზღვა — სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნიგორზღვა

ფეოდალურ ხანაში სოფელი შედიოდა საჯავახოს მხარეში.[2] 1958 წელს, ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის მიერ, მოეწყო ექსპედიცია სოფელ ნიგორზღვაში, სადაც ბევრი უძველესი საყოფაცხოვრებიო ნივთი და საცხოვრებელი პალატი იქნა აღმოჩენილი. აქ მოპოვებული ნივთების ნაწილი ინახება ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში. აღსანიშნავია დარანის გამოქვაბული, სადაც ნაპოვნია დამბაჩა და ხანჯალი. ეს ადგილი, სავარაუდოდ, თავშესაფარი ან სამალავი უნდა ყოფილიყო. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ სოფელი ნიგორზღვა საკმაოდ ადრეული პერიოდიდან იყო დასახლებული. ნიგორზღვაში არსებობდა ე.წ. დარანის გამოქვაბულები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდა ადრეული შუა საუკუნეების ძეგლის სტატუსი და მიმდინარეობდა მათი ისტორიის შესწავლა. XX საუკუნის 90-იანი წლების განუკითხაობამ ეს ისტორიული ძეგლი შეიწირა. სოფელში გავრცელებული გვარებია: თარგამაძე, გაგუა, ქორიძე, ჩაჩუა, ჩხაიძე, ტონია, ზამთარაძე, შანიძე, კალოიანი, თევზაძე, არდიშვილი და სხვა.[3]

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

სოფელში დაიბადა გივი გაგუა და კონსტანტინე თარგამაძე.

მოსახლეობა

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 325 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 528 252 276
2014[1]   325 156 169

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019. — გვ. 127–132.
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 217 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  3. „ოჯახში რამდენი სულიც იყო იმდენი ქათამი ან ინდაური იკვლებოდა და იმდენივე ხაჭაპური ცხვებოდა“ — სამტრედიის სოფელი ნიგორზღვა რუბრიკაში „ჩემი სოფელი“. topnews.com.ge (2019-06-14). ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
  4. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.