მტერჩვეული
მტერჩვეული, ტერჩოული, ძველი ოფეთი — სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ოფეთის თემში, მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 260 მეტრი, სამტრედიიდან 19 კილომეტრი. სოფელში დგას მთავარანგელოზის სახელობის XIX საუკუნის ტაძარი. ისტორიულად ოფეთი შედიოდა საჯავახოს მხარეში. მტერჩვეულის ტერიტორიაში შედის ასევე ყოფილი სოფელი ხართაული, რომელიც ამჟამად დაცლილია მოსახლეობისგან[2]
სოფელი | |
---|---|
მტერჩვეული | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
თემი | ოფეთი |
კოორდინატები | 42°03′37″ ჩ. გ. 42°23′05″ ა. გ. / 42.06028° ჩ. გ. 42.38472° ა. გ. |
ადრეული სახელები | ძველი ოფეთი, ტერჩოული |
ცენტრის სიმაღლე | 260 მ |
მოსახლეობა | 72[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 150 | 75 | 75 |
2014[1] | 72 | 36 | 36 |
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 175-177
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 217 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II