ღანირი

სოფელი საქართველოში

ღანირისოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ჭაგანი). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს, ხონი–სამტრედიის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 55 მეტრი, სამტრედიიდან 10 კილომეტრი. სოფელში მოქმედებს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი.

სოფელი
ღანირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი ღანირი
კოორდინატები 42°14′50″ ჩ. გ. 42°21′30″ ა. გ. / 42.24722° ჩ. გ. 42.35833° ა. გ. / 42.24722; 42.35833
ცენტრის სიმაღლე 95
მოსახლეობა 1130[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,9 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ღანირი — საქართველო
ღანირი
ღანირი — იმერეთის მხარე
ღანირი

1926 წლისთვის ღანირ-ჭაგანის თემი შედგებოდა სამი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 3949 ადამიანს, ხოლო ფართობი 35,2 კმ²-ს.[2]

დემოგრაფიარედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1130 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 1350 621 729
2014[1]   1130 543 587

განათლებარედაქტირება

სოფელში არის საჯარო სკოლა. სკოლაში სწავლობს 175 მოსწავლე. ღანირში პირველი სკოლა 1905 წელს გაიხნსა. სკოლა ორკლასიანი იყო, სწავლება - ფასიანი, გადასახადიდან მხოლოდ ღარიბი მოსწავლეები თავისუფლდებოდნენ. 1935 წლის სექტემბერს ღანირში დაარსდა პირველი საშუალო სკოლა. სკოლა დაამთავრა მეორე მსოფლიო ომის გმირმა, აკაკი ტერელაძემ, რომლის სახელიც სკოლას მიენიჭა. სკოლას 1989 წლამდე ჰქონდა ურთიერთობა უკრაინის ქალაქ რჟიშჩევის ოლეგ კოშევოის სახელობის სკოლასთან.

ცნობილი ადამიანებირედაქტირება

 
ბენედიქტე ბალავაძე

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა საქართველოს ეროვნული არქივი
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II