ხონი

ქალაქი საქართველოში, იმერეთში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხონი (მრავალმნიშვნელოვანი).

ხონი — ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარეში, ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 114 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 266 კმ, სამტრედიის რკინიგზის სადგურიდან 19 კმ.

ქალაქი
ხონი
გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხონის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°19′28″ ჩ. გ. 42°25′20″ ა. გ. / 42.32444° ჩ. გ. 42.42222° ა. გ. / 42.32444; 42.42222
ადრეული სახელები წულუკიძე
ამჟამინდელი სტატუსი 1921
ცენტრის სიმაღლე 114
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 8987 [1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 495[2]
საფოსტო ინდექსი 5900[3]
ოფიციალური საიტი http://khoni.gov.ge/
ხონი — საქართველო
ხონი
ხონი — იმერეთის მხარე
ხონი

ხონის ტერიტორიაზე ნაპოვნია გვიან ბრიჯაოს ხანის ნამოსახლარი, თუმცა აქ მუდმივი დასახლება ფეოდალურ ხანაში აღმოცენდა. მისი დაარსება უკავშირდება აფხაზთა მეფე თეოდოს II–ს. XI საუკუნეში მეფე გიორგი I-ის დროს აშენდა ხონის ეკლესია ეკლესია დიდი ზომის ბაზილიკური, სამნავიანი, უგუმბათო ნაგებობაა.

1529 წელს ხონი გახდა საეპისკოპოსო ცენტრი, რამაც ხელი შეუწყო მის ტერიტორიულ ზრდასა და სამეურნეო-ეკონომიკურ აღმასვლას. ხონში ნაპოვნია „კოლხური თეთრის“ 1270 მონეტა, ასევე ბიზანტიური და თურქული მონეტები. XVIII ს-ში ხონი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს.

 
„არს ხონსა ეკლესია დიდი, გუმბათიანი, შვენიერ-ნაგები. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ვაკისა“

რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობისა და რუსული მმართველობის პერიოდში ხონი გახდა ვაკის მაზრის ცენტრი. 1820-იან წლებში ხონის მოსახლეობა 250 ოჯახი იყო. ქალაქში იყო ბაზარი და ეკლესია.[5] 1846 წლიდან ქუთაისის გუბერნიის შექმნის შემდეგ ხონი ქუთაისის მაზრაში შედიოდა. 70-იანი წლებიდან იგი იყო საპოლიციო უბნის ცენტრი.

ხონი განსაკუთრებით განვითარდა XIX საუკუნეში. 20-30-იან წლებში ის უკვე მჭიდროდ დასახლებული პუნქტი იყო. 50-იან წლებში აქ გაიხსნა თამბაქოს ბაზრობა. ხონის, როგორც სავაჭრო ცენტრის ფუნქცია განპირობებული იყო მისი მდებარეობით დასავლეთის მთიანი და დაბლობი ტერიტორიების შესაყართან. 1865 წელს ხონში პირველი თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. 1883 წელს ნესტორ წერეთელმა და მისმა ძმამ გახსნეს ქართული წიგნის მაღაზია. 1907 წელს ჩამოყალიბდა თეატრალური დასი. ხონში ჩამოყალიბდა პირველი სასულე ორკესტრი საქართველოში 1890 წელს. XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაბა ხონი ქუთაისის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი იყო იმერეთში. პარასკეობით იმართებოდა დიდი ბაზრობა. გამართული იყო წყლის ძრავაზე მოქმედი ხე-ტყის და საფეიქრო ფაბრიკები, მოქმედებდა აგურ-კრამიტის ქარხანა, აღმავალი გზით ვითარდებოდა მეაბრეშუმეობა. ხონი იყო საქართველოში აბრეშუმის ძაფისა და ნართის დამზადების უმსხვილესი ცენტრი. ხონი ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. 1926 წლისთვის ხონის მოსახლეობა შეადგენდა 9010 ადამიანს, ხოლო ფართობი 24,4 კმ²-ს.

1936-1989 წლებში ხონს წულუკიძე ერქვა. ისტორიული ნაგებობებიდან შემორჩენილია წმინდა გიორგის ეკლესია (VIII-IX საუკუნეები) და სამასწავლებლო სემინარია (1881 წ.).

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობს 8987 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1893[6] 4963
1989[7] 14 296 -- --
2002[7]   11 315 -- --
2014[1]   8987 4191 4796

ეკონომიკა

რედაქტირება

ხონში არის ჩაის, მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები; თეატრი, ა. წულუკიძის სახლ-მუზეუმი. ხონში 1996 წლიდან არის ხონისა და სამტრედიის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება წყალტუბოს, სამტრედიას, ქუთაისს, მარტვილს, ბანძას. უახლოესი რკინიგზის სადგურია სამტრედია (22 კმ). ქალაქში არის ჯანდაცვისა და კულტურის დაწესებულებები, ოთხი საჯარო სკოლა.

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

ხონში დაიბადნენ:

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

ხონი დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:[8].

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები - „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები - „საქართველოს ფოსტა“
  4. ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 150 — თბილისი, 1941
  5. ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 147-148 — „განათლება“, თბილისი, 1987
  6. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  7. 7.0 7.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
  8. ქალაქი ხონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-19. ციტირების თარიღი: 2013-01-22.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ხონი&oldid=4692470“-დან