ქუთაისის გუბერნია

რუსეთის იმპერიის გუბერნია 1846-1917 წლებში

ქუთაისის გუბერნია (რუს. Кутаи́сская губе́рния) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 1846-1917 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქუთაისი.

ქუთაისის გუბერნია
გუბერნია

14 დეკემბერი 18461917
გერბი

ქუთაისის გუბერნია კავკასიის სამეფისნაცვლოს შემადგენლობაში. 1917 წელი

ქუთაისის გუბერნიის საზღვრების ცვლილება 1846-1917 წლებში
დედაქალაქი ქუთაისი

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

შექმნა 1846 წელს

რედაქტირება

საქართველო-იმერეთის გუბერნიის დაშლის შედეგად ამიერკავკასიაში წარმოიქმნა ორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული: ტფილისისა და ქუთაისის გუბერნია.

1846 წლის 14 დეკემბერს ნიკოლოზ I-ის ბრძანებით საქართველო-იმერეთის გუბერნიას გამოეყო ქუთაისის და გურიის მაზრები; ახალციხის მაზრის აბასთუმნისა და ხერთვისის უბნები, ქალაქ ახალციხესთან ერთად; გორის მაზრის ხეფინისხევის ქედის დასავლეთით მდებარე სოფლები და ოსეთის ოკრუგის მამისონის ხეობა. ასევე ქუთაისის გუბერნიაში შევიდა სამეგრელო და სვანეთი. საგუბერნიო ქალაქად გამოცხადდა ქალაქი ქუთაისი.[1]

ქუთაისის გუბერნია თავდაპირველად იყოფოდა 5 მაზრად:[2]

  1. ახალციხის მაზრა (ცენტრი — ახალციხე);
  2. ქუთაისის მაზრა (ცენტრი — ქუთაისი);
  3. ოზურგეთის მაზრა (ცენტრი — ოზურგეთი);
  4. რაჭის მაზრა (ცენტრი — ონი);
  5. შორაპნის მაზრა (ცენტრი — საქასრია)

ქუთაისის მაზრაში შედიოდა მდინარე ძირულას მარჯვენა სანაპირო, შორაპნის მაზრაში მარცხენა სანაპირო. რაჭის მაზრაში შედიოდა ასევე მამისონის ხეობა (დვალეთის მხარე), ხოლო ახალციხის მაზრაში გაერთიანებული იყო აბასთუმანისა და ხერთვისის უბნები.

ცვლილებები 1848-1903 წლებში

რედაქტირება
 
ქუთაისის საგენერალგუბერნატოროს რუკა 1858 წელს

1848 წლის 21 მაისს შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსის დაქვემდებარებაში მყოფი სამურზაყანოს ოკრუგი ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა.[3]

1849 წლის 9 ივნისს ერევნის გუბერნიის შექმნისას, ქუთაისის გუბერნიის ახალციხის მაზრას შეუერთეს, ტფილისის გუბერნიიდან გამოყოფილი ალექსანდროპოლის მაზრის ახალქალაქის უბანი.[4]

1853-1856 წლების აღმოსავლეთის ომის დროს სამხედრო ვითარებამ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოიწვია ქუთაისის გუბერნიის სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების გაერთიანება.

1856 წლის 16 აგვისტოს შეიქმნა ქუთაისის საგენერალგუბერნატორო, რომელშიც გაერთიანდა მანამდე არსებული ქუთაისის გუბერნია და შავი ზღვის სანაპირო ზოლის მე-5 განყოფილება.[5]

1857 წლის 24 ოქტომბერს სახელმწიფო სენატის დადგენილებით სამეგრელოს სამთავრო დაექვემდებარა ქუთაისის გუბერნიას.[6]

1859 წლის 19 ივნისს მამისონის ხეობა, რომელიც მანამდე საქართველო-იმერეთის გუბერნის დაშლისას ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრაში იყო გადმოტანილი, ოსეთის ოკრუგის ნარის უბანის მსგავსად გადაეცა კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთას.[7]

1866 წლის 11 აგვისტოს რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, ქუთაისის გუბერნიის დაქვემდებარების ქვეშ შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება, რომელშიც გაერთიანდა ქუთაისის გუბერნიაში 1848 წლიდან არსებული სამურზაყანოს ოკრუგი, აფხაზეთის აწ გაუქმებული სამთავრო და ახლად-დაპყრობილი წებელდა.[8]

1867 წლის 16 აპრილს გაუქმდა ქუთაისის საგენერალგუბერნატორო. ახლადწარმოქმნილ ქუთაისის გუბერნიაში სამეგრელოს სამთავრო, რომელიც ქუთაისის გუბერნიას 1857 წლიდან დაუქვემდებარეს, გაუქმდა და მის ბაზაზე შეიქმნა სამი (ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის) მაზრა.[9]

1867 წლის 9 დეკემბერს ახალციხის მაზრა თბილისის გუბერნიის გამგებლობაში გადავიდა.[10]

ქუთაისის გუბერნია იყოფოდა 7 მაზრად:

  1. ქუთაისის მაზრა (ცენტრი — ქუთაისი);
  2. ოზურგეთის მაზრა (ცენტრი — ოზურგეთი);
  3. რაჭის მაზრა (ცენტრი — ონი);
  4. შორაპნის მაზრა (ცენტრი — საქასრია);
  5. ზუგდიდის მაზრა (ცენტრი — ზუგდიდი);
  6. სენაკის მაზრა (ცენტრი — სენაკი);
  7. ლეჩხუმის მაზრა (ცენტრი — ლეჩხუმი).

1968 წლის 27 მაისს, 1866 წლის 11 აგვისტოს შექმნილი და 4 (წებელდის, ბიჭვინთის, დრანდისა და ოქუმის) ოკრუგისგან შემდგარი სოხუმის სამხედრო განყოფილება, გაიყო 3 (წებელდის, ბიჭვინთისა და ოჩამჩირის) ოკრუგად:

  • წებელდის ოკრუგი დარჩა ხელუხლებელი;
  • ბიჭვინთის ოკრუგში შევიდა გუმისთისა და გუდაუთის საპოლიციო უბნები (ოკრუგის ტერიტორია — გაგრის ქედიდან მდინარე კოდორამდე);
  • ოჩამჩირის ოკრუგში შევიდა კოდორისა და სამურზაყანოს საპოლიციო უბნები (ოკრუგის ტერიტორია — მდინარე კოდორიდან მდინარე ენგურამდე).

1868 წლის 12 ოქტომბერს სვანეთის საბოქაულო შევიდა ქუთაისის გუბერნიის ლეჩხუმის მაზრის შემადგენლობაში და გაიყო თავისუფალი სვანეთის, სადადეშქელიანო სვანეთისა და სადადიანო სვანეთის თემებად.[11]

1870 წლის 29 ოქტომბერს მიღებულ იქნა ქუთაისის გუბერნიისა და ქალაქ ქუთაისის გერბი.[12]

1883 წელს ქუთაისის გუბერნიას დაემატა ბათუმის ოლქი და სოხუმის ოკრუგი.[13]

ცვლილება 1903 წელს

რედაქტირება

1903 წლის 17 მარტის დადგენილებით ართვინის, ბათუმის და სოხუმის ოკრუგები გამოეყვნენ ქუთაისის გუბერნიას.[14]

ფართობი 25 942 კვ. ვერსი. მოსახლეობა 914 ათასის ადამიანი (მათ შორის ქალაქად 62 ათ.). ქართლელი 282, იმერელი 271, მეგრელი 239, აფხაზი 59, სვანი 16, რუსი 13 ათასი. მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურა სიმინდი და ყურძენი. ვითარდებოდა მეთამბაქეობა. ასევე შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მრავლად იყო ხეხილის ბაღები. 314 ფაბრიკა-ქარხანა (1900), რომელთა წარმოების მოცულობა 8,5 მილიონ მანეთს შეადგენდა. რკინიგზის სიგრძე 379 ვერსი. შვიდი უეზდი: ქუთაისის, ზუგდიდის, ლეჩხუმის, ოზურგეთის, რაჭის, სენაკის და შორაპნის. ოთხი ქალაქი.

ქუთაისის გუბერნია გაუქმდა 1917 წელს.

ცხრილი, რომელიც გვიჩვენებს წლების მიხედვით უბნების, მაზრებისა და მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ქუთაისის გუბერნიის ტერიტორიაზე.

მაზრები, ოკრუგები, საპოლიციო უბნები  
(1902 წელი)
მოსახლეობა[15]
ქუთაისის მაზრა
საპოლიციო უბნები:
192 513
I. ქუთაისის უბანი (რეზიდ. ქუთაისი) 35 660
II. ტყიბულის უბანი (რეზიდ. ტყიბული) 28 947
III. ბაღდათის უბანი (რეზიდ. ბაღდათი) 46 102
IV. სამტრედიის უბანი (რეზიდ. სამტრედია) 40 844
V. ხონის უბანი (რეზიდ. ხონი) 40 960
ზუგდიდის მაზრა
საპოლიციო უბნები:
124 220
I. ზუგდიდის უბანი (რეზიდ. ზუგდიდი) 45 537
II. წალენჯიხის უბანი (რეზიდ. წალენჯიხა) 48 433
III. რედუტ-კალეს უბანი (რეზიდ. ხობი) 30 250
ლეჩხუმის მაზრა
საპოლიციო უბნები:
51 646
I. ალპანის უბანი (რეზიდ. აჟარა) 20 431
II. ცაგერის უბანი (რეზიდ. ცაგერი) 19 521
III. სვანეთის უბანი (რეზიდ. ბეჩოს თემი) 11 694
ოზურგეთის მაზრა
საპოლიციო უბნები:
87 455
I. გურიანთას უბანი (რეზიდ. ოზურგეთი) 23 095
II. ლანჩხუთის უბანი (რეზიდ. ლანჩხუთი) 29 124
III. ჩოხატაურის უბანი (რეზიდ. ჩოხატაური) 35 236
რაჭის მაზრა
საპოლიციო უბნები:
67 918
I. ონის უბანი (რეზიდ. ონი) 32371
II. ამბროლაურის უბანი (რეზიდ. ამბროლაური) 35 547
სენაკის მაზრა
საპოლიციო უბნები:
109 482
I. აბაშის უბანი (რეზიდ. აბაშა) 33 812
II. მარტვილის უბანი (რეზიდ. მარტვილი) 37 053
III. ნაქალაქევის უბანი (რეზიდ. ძველი სენაკი) 29 727
სენაკის პრისტავსტვო (რეზიდ. ქვემო სენაკი) 8890
შორაპნის მაზრა
საპოლიციო უბნები:
156 201
I. ყვირილას უბანი (რეზიდ. ყვირილა) 29 264
II. საჩხერის უბანი (რეზიდ. საჩხერე) 31 994
III. ჭიათურის უბანი (რეზიდ. ჭიათურა) 30 945
IV. ჩხარის უბანი (რეზიდ. ჩხარი) 29 828
V. ბელოგორის უბანი (რეზიდ. ბელოგორი 31 137
VI. ჭიათურის სამრეწველო უბანი 3033
სოხუმის ოკრუგი
საპოლიციო უბნები:
67 846
I. გუმისთას უბანი (რეზიდ. სოხუმი) 6609
II. გუდაუთის უბანი (რეზიდ. გუდაუთა) 14 887
III. კოდორის უბანი (რეზიდ. ოჩამჩირე) 15 821
IV. სამურზაყანოს უბანი (რეზიდ. ოქუმი) 30 529
ბათუმის ოკრუგი
საპოლიციო უბნები:
54 853
I. ზემო-აჭარის უბანი (რეზიდ. ხულო) 20 146
II. ქვემო-აჭარის უბანი (რეზიდ. ქედა) 14 396
III. გონიის უბანი (რეზიდ. ზემო მარადიდი) 9934
IV. კინტრიშის უბანი (რეზიდ. ჩურუქსუ) 10 377
ართვინის ოკრუგი
საპოლიციო უბნები:
49 085
I. ართვინის უბანი (რეზიდ. ართვინი) 12 406
II. არტანუჯის უბანი (რეზიდ. არტანუჯი) 14 698
III. შავშეთ-იმერხევის უბანი (რეზიდ. სათლელ-რაბათი) 21 981

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1.  
    „§ 3. Въ составъ губернии Кутаиской отделяются части теперешней Грузино-Имеретинской губернии: Кутаиский и Гурийский уезды; Абасъ-туманский и Хертвисский участки Ахалцыхскаго уезда, вместе съ г. Ахалцихомъ; селения Горийскаго Уезда, лежащия на западъ отъ хребта Хепинисхеви, и ущелье Мамисонское Осетинскаго округа. Сверхъ того къ обшему составу Кутаиской губернии причисляются: Мингрелия и Сванетия. Губернскимъ городомъ сей губернии назначается Кутаисъ.“
    (Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXI, указ 20701, ст. 647-648)
  2.  
    „§ 2. Кутаиская губерния разделяется на 5 уездовъ: 1) Кутаиский; 2) Шаропанский; 3) Рачинский; 4) Озургетский, и 5) Ахалцихский. §3 Уезды сий состовлябтся изъ следующихъ частей: 1) Кутаиский, изъ настоящихъ участковъ Кутаискаго, Вакинскаго и Сабекскаго (теперешняго Кутайскаго уезда), съ отделениемъ къ Шаропанскому уезду: отъ перваго всех селении, лежащихъ по левую сторону реки Дзирули, а отъ втораго всего пространства от Багдада до границы Ахалцихскаго уезда, по правую сторону реки Ханис-Цхали. 2) Шаропанский, изъ нинещнихъ участковъ: Сачхерскаго и Шаропанскаго (Кутаискаго же уезда), съ присоединениемъ отъ Кутаискаго участка селении, лежащихъ по левую сторону реки Дзирули; отъ Сабескаго селении, расположенныхъ по правую сторону реки Ханис-Цхали; и сверхъ того, селений Горийскаго уезда, лежащихъ на западъ отъ хребта Хепинисхеви. 3) Рачинский, изъ настоящего Рачинскаго участка (теперешняго Кутаискаго уезда), съ присоединениемъ къ оному отъ Осетинскаго округа ущеля Мамисонскаго, и 5) Ахалцихский, изъ нинешняго Ахалцихскаго уезда: Абас-Туманскаго и Хертвисскаго“
    (Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXI, указ 20702, ст. 648-655)
  3. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXIII, указ 22284, ст. 371
  4. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXIV, указ 23303, ст. 312
  5. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXI, указ 30849, ст. 716-717
  6. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXII, указ 32323, ст. 834-838
  7. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXIV, указ 34641, ст. 589
  8. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XLI, указ 43551, ст. 1022-1035
  9. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XLII, указ 44467, ст. 382-383
  10. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XLIII, указ 45491, ст. 127-129
  11. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XLIII, указ 46348, ст. 340-341
  12. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XLV, указ 48860, ст. 416
  13. Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое (1881-1913), т. III, указ 1636, ст. 300-301
  14. Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое, т. XXIII, ბრძ. 22663, გვ. 156-157
  15. «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901