ხულოდაბა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 923 მ, ბათუმიდან 88 კმ., თბილისიდან 438 კმ. მოსახლეობა 1007 ადამიანი (2014). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები.

დაბა
ხულო

დაბა ხულოს ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ხულოს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°38′40″ ჩ. გ. 42°18′50″ ა. გ. / 41.64444° ჩ. გ. 42.31389° ა. გ. / 41.64444; 42.31389
დაარსდა 1964
ამჟამინდელი სტატუსი 1964
ცენტრის სიმაღლე 923
მოსახლეობა 1007 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 423
საფოსტო ინდექსი 6500
ოფიციალური საიტი https://khulo.gov.ge/
ხულო — საქართველო
ხულო
ხულო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ხულო
ხულო — ხულოს მუნიციპალიტეტი
ხულო

სახელწოდება „ხულოს“ ძველი ფორმაა „ხულა“ და ნიშნავს სავაჭრო სახლს. შუა საუკუნეებში აქ გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთს გოდერძის უღელტეხილით აჭარა-შავიზღვისპირეთთან აკავშირებდა. ოსმალთა ბატონობის ხანაში ზემო აჭარის პოლიტიკურმა ცენტრმა სხალთიდან ხულოში გადაინაცვლა. 1874 წელს მისი მოსახლეობა 100 კომლზე მეტი არ იქნებოდა ხულოში იდგა ეკლესია, რომლის ქვები ხიმშიაშვილებმა ჯამესა და სხვა შენობებზე გამოიყენეს.[1] რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომისა და შემდგომი მუჰაჯირობის გამო ხულოს მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 1892 წელს სოფელში გაიხსნა სასწავლებელი[2]

1924 წლიდან გახდა ხულას მაზრის ცენტრი. დაბის სტატუსი მიიღო 1964 წელს. ხულოს სადაბო საბჭო მოიცავდა სოფლებს განახლება, გოდგაძეები, გუდასახო, დეკანაშვილები, დიაკონიძეები, დუაძეები, ელელიძეები, კურცხალი, ოქრუაშვილები, უჩხო, ქედლები, ძირკვაძეები. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა, მოქმედებდა სამკერვალო, ელექტრომექანიკური და ლიმონათის საწარმოები. 1984 წელს დადგეს ლენინის ძეგლი.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
1939[3] 883
1959[3] 809  
1970[3] 1170  
1979[3] 825  
1989[3] 1131  
2002 1142   [4][5]
2014 1007  
2022[3] 902  

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ბაქრაძე, დ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ. 49, 59 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  2. გოგოლიშვილი ო., განათლების ისტორიიდან აჭარაში // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, თბილისი, 2020, № 1, გვ. 284.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
  4. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2018-02-03.
  5. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ხულო&oldid=4526051“-დან