უჩხოსოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, დეკანაშვილების თემში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე უჩხოსწყლის (აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1120 მ., ხულოდან 8 კმ. საბჭოთა პერიოდში გავრცელებული იყო მეთამბაქოეობა, სოფელი შედიოდა ხულოს სადაბო საბჭოში. სოფელში არის XII საუკუნის უჩხოს ქვისთაღოვანი ხიდი და ბეგოშვილების ციხე.

სოფელი
უჩხო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ხულოს მუნიციპალიტეტი
თემი დეკანაშვილები
კოორდინატები 41°40′54″ ჩ. გ. 42°18′47″ ა. გ. / 41.68167° ჩ. გ. 42.31306° ა. გ. / 41.68167; 42.31306
ცენტრის სიმაღლე 1120
მოსახლეობა 328[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
უჩხო — საქართველო
უჩხო
უჩხო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
უჩხო
უჩხო — ხულოს მუნიციპალიტეტი
უჩხო

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 328 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 426 223 203
2014[1]   328 168 160

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უჩხო&oldid=4396533“-დან