უჩხოს ხიდი
უჩხოს ხიდი — XI - XIII საუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი, მდებარეობს უჩხოსწყალზე (აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი), დაბა ხულოდან 7 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებახიდი ერთმანეთთან აკავშირებს სოფელ უჩხოს ხევის ორ ნაპირს. ხიდის სიგრძე შეადგენს 7.5 მეტრს, შუა წელის სიგანე 2,5 მ, მარჯვენა მისასვლელის — 2,8 მ, მარცხენა მისასვლელის — 2,7 მ. ხიდის მაქსიმალური სიმაღლე წყლის დონიდან ხიდის თავამდე 4,6 მეტრია. თაღის სისქე შუა წელში 40 სმ-ია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962, გვ. 41