დუაძეები (ხულოს მუნიციპალიტეტი)
დუაძეები — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში (დეკანაშვილების ადმინისტრაციული ერთეული).[2]
სოფელი | |
---|---|
დუაძეები | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ხულოს მუნიციპალიტეტი |
თემი | დეკანაშვილები |
კოორდინატები | 41°39′45″ ჩ. გ. 42°19′27″ ა. გ. / 41.66250° ჩ. გ. 42.32417° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1050 მ |
მოსახლეობა | 409[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე. ხულოდან დაშორებულია 4 კმ-ით. სოფელს სახელი ეწოდა დუაძეების საგვარეულოს მიხედვით.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 409 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 602 | 284 | 318 |
2014[1] | 409 | 198 | 211 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 502.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II