სამცხე-ჯავახეთის მხარე
სამცხე-ჯავახეთის მხარე – მხარე სამხრეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამცხის, ჯავახეთის და თორის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SJ.
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
---|---|
ადმ. ცენტრი | ახალციხე |
შიდა დაყოფა | ადიგენის მუნიციპალიტეტი, ასპინძის მუნიციპალიტეტი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°35′00″ ჩ. გ. 43°16′00″ ა. გ. / 41.58333° ჩ. გ. 43.26667° ა. გ. |
სახელმწიფო რწმუნებული | ბესიკ ამირანაშვილი[1] |
დაარსდა | 1995 |
ფართობი | 6 413 კმ² |
მოსახლეობა |
![]() |
სიმჭიდროვე | 24,3 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა |
სომხები 50,5 % ქართველები 48,3 % რუსები 0,4 % ბერძნები 0,3 % ოსები 0,2 % |
რელიგიური შემადგენლობა | ქრისტიანები |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ISO 3166 კოდი | GE-SJ[2] |
ოფიციალური საიტი | http://samtskhe-javakheti.gov.ge/ |
![]() | |
ზოგადი ცნობებირედაქტირება
მხარის ფართობი შეადგენს 6413 კვ.კმ-ს, მოსახლეობა — 160 504 (2014)[3], მათგან 48,28 % ეთნიკურად ქართველი იყო, 50,52 % კი სომეხი. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე — 24,6 კაცს.
მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
- ქალაქი — 5: ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ვალე, ნინოწმინდა;
- დაბა — 7: ბაკურიანი, ბაკურიანის ანდეზიტი, წაღვერი, ახალდაბა, ადიგენი, აბასთუმანი, ასპინძა;
- სოფელი — 258[4].
ადგილობრივი მმართველობარედაქტირება
სამცხე-ჯავახეთში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. მისი ფუნქციებია უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია, რესურსების მობილიზება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.
მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანოების მიერ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:
- ადიგენის მუნიციპალიტეტი;
- ასპინძის მუნიციპალიტეტი;
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტი;
- ახალციხის მუნიციპალიტეტი;
- ბორჯომის მუნიციპალიტეტი;
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი.
მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. ამ თანამდებობაზე, დღემდე მუშაობდნენ:
მოსახლეობარედაქტირება
მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[5] | 1959 წ. აღწ. | 1970 წ. აღწ. | 1979 წ. აღწ. | 1989 წ. აღწ. | 1991' | 2002 წ. აღწ. | 2014 წ. აღწ. | 2016' | 2017' | 2018' |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სამცხე-ჯავახეთი | 213 329 | 231 593 | 227 676 | 238 750 | 240 300 | 207 598 | 160 504 | 158 700 | 157 200 | 155 900 |
ადიგენის | 19 593 | 20 272 | 20 278 | 21 284 | 21 500 | 20 752 | 16 462 | 16 400 | 16 400 | 16 300 |
ასპინძის | 11 265 | 12 494 | 12 264 | 13 262 | 13 200 | 13 010 | 10 372 | 10 500 | 10 500 | 10 500 |
ახალქალაქის | 62 977 | 69 992 | 68 234 | 69 256 | 71 500 | 60 975 | 45 070 | 44 200 | 43 500 | 42 900 |
ახალციხის | 50 420 | 51 907 | 49 836 | 54 747 | 54 700 | 46 134 | 38 895 | 39 200 | 39 300 | 39 400 |
ბორჯომის | 37 010 | 39 661 | 40 796 | 41 266 | 41 500 | 32 422 | 25 214 | 25 300 | 25 300 | 25 200 |
ნინოწმინდის | 32 064 | 37 267 | 36 268 | 38 935 | 37 900 | 34 305 | 24 491 | 23 100 | 22 200 | 21 500 |
ღირსშესანიშნაობებირედაქტირება
მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
გალერეარედაქტირება
- სამცხე-ჯავახეთის ღირსშესანიშნაობების ფოტო-გალერეა
ხერთვისის ციხე
ჯაბა ლაბაძის სურათიაწყურის ციხე
ლაშა ხაჩიძის ფოტოაწყურის ტაძარი
ლაშა ხაჩიძის ფოტოზარზმის მონასტერი
ჯაბა ლაბაძის სურათივანის ქვაბები, წმინდა გიორგის ტაძარი
ლაშა ხაჩიძის ფოტოჯაყისმანის მონასტერი
ლაშა ხაჩიძის ფოტო
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ 7 ახალი გუბერნატორიდან ყველა კაცია
- ↑ MusicBrainz — MetaBrainz Foundation, 2000.
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები
- ↑ Georgia division