ვალე
ვალე — ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში.
ქალაქი | |
---|---|
ვალე | |
ჯაბა ლაბაძის სურათი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°37′00″ ჩ. გ. 42°52′40″ ა. გ. / 41.61667° ჩ. გ. 42.87778° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ამჟამინდელი სტატუსი | 1962 |
ცენტრის სიმაღლე | 1000-1200 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 3646[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 83,9 % სომხები 14,4 % რუსები 0,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 365[2] |
საფოსტო ინდექსი | 0800[3] |
გეოგრაფიარედაქტირება
მდებარეობს მდინარე ფოცხოვისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ერუშეთის ქედის სუსტად დახრილ ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1000-1200 მ. ახალციხიდან 12 კმ. რკინიგზით უკავშირდება ხაშურს. ამჟამად რკინიგზის სადგური არ ფუნქციონირებს.
ვალეში მთიანეთის სტეპის ჰავაა. იცის ცივი მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 9 °C, იანვარში — 3,8 °C, ივლისი 20,2 °C. ნალექები 550 მმ წელიწადში.
ისტორიარედაქტირება
ვალე, როგორც ქალაქი, წარმოიქმნა მურა ნახშირის მოპოვებასთან დაკავშირებით. 1948 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი.[4] ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1962 წელს. დაბალი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გამო ნახშირის მოპოვება 1974 წლიდან შემცირდა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ელექტროძრავების ქარხანა, საშენ მასალათა საწარმოები. ამჟამად მოსახლეობა ჩაბმულია სასოფლო-სამეურნეო შრომაში.
ღვთისმშობლის ეკლესიარედაქტირება
ვალეში არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ღვთისმშობლის ეკლესია (X-XVI სს.). ახლანდელი ნაგებობა სამნავიანი ბაზილიკაა (XVI ს.), თავდაპირველად კი გუმბათოვანი ტაძარი ყოფილა (X საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი). ფასადზე შემორჩენილია პირვანდელი ტაძრის საკმაოდ მდიდრული დეკორი: კარ-სარკმლის მორთულობა, კარნიზები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რელიეფური ქანდაკების ნიმუშები — აღმოსავლეთ ცენტრალური სარკმლის კომპოზიცია, საერო პირთა ფიგურები სამხრეთ ფასადზე, დასავლეთი კარის ტიმპანის ცხენოსანთა გამოსახულებანი და სხვა. სამრეკლო შენობის სახურავის კეხზე XVIII ან XIX საუკუნეებში უნდა იყოს დადგმული.
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3646 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989[5] | 6333 | -- | -- |
2002[5] | 5031 | -- | -- |
2014[1] | 3646 | 1763 | 1883 |
ცნობილი ადამიანებირედაქტირება
- ალექსანდრე მანველიშვილი (1904-1991) — ემიგრანტი ჟურნალისტი და ისტორიკოსი
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ჯაოშვილი ვ. საყვარელიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 281.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 27, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
- ↑ 5.0 5.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.