ერუშეთის ქედი
ერუშეთის ქედი — ქედი თურქეთის ტერიტორიაზე. გადაჭიმულია საჭედილისა და ქელ დაღის (თურქ. Kel Dağı) მთებს შორის და წარმოადგენს წყალგამყოფ საზღვარს მდინარე მტკვრის შენაკადების ფოცხოვისწყალსა და ჩაკ სოიუს მდინარეების აუზებს შორის. ერუშეთის მთიანეთის დასავლეთ ნაწილში შემოდის ერუშეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთები[1].
თეიმურაზ ჩიქოვანი ზემო ქართლის აღწერისას განსაზღვრავს, რომ „სამხრეთიდან მესხეთის ქვაბულს ერუშეთის ქედი ემიჯნება, რომელიც ტერიტორიულად ამჟამად თურქეთის სახელმწიფოს ფარგლებშია“[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 91.
- ↑ ჩიქოვანი თ., ზემო ქართლი, თბ., 1987, გვ. 7