ქედი
ქედი, მთიანი ქედი — დედამიწის ზედაპირის დიდი ამოზიდული ფორმა, მთების ერთობლიობა, რომელსაც აქვს გრძივი განფენილობა და მკაფიოდ გამოხატული თხემი, ერთიანი წყალგამყოფი ხაზის სახით, რომლის გასწვრივ განლაგებულია მნიშვნელოვანი მწვერვალები, და ფერდობები, რომლებიც ურთიერთსაწინამღდეგოდ არიან მიმართულნი. როგორც წესი, ქედი შედის მთიანეთის შემადგენლობაში. ქედის სიმაღლე, სიგრძე და ფორმა დამოკიდებულია მის წარმოშობაზე, განვითარების ისტორიაზე და ფენების ლითოგრაფიულ შემადგენლობაზე.
საქართველოს მნიშვნელოვანი ქედებირედაქტირება
ქედი | მაქს. სიმაღლე (მ) | მწვერვალი | |
1 | კავკასიონი | 5203 | შხარა |
2 | ხოხის ქედი | 5047 | მყინვარწვერი |
3 | პირიქითი ქედი | 4493 | ტებულოს მთა |
4 | ყუროს ქედი | 4091 | ყურო |
5 | სვანეთის ქედი | 4009 | ლაჰილი |
6 | ლეჩხუმის ქედი | 3580 | სამერცხლე |
7 | გერმუხის ქედი | 3339 | მანგაავცაგი |
8 | კოდორის ქედი | 3313 | ხოჯალი |
9 | სამსრის ქედი | 3301 | დიდი აბული |
10 | გაგრის ქედი | 3295 | აგეფსთა |
11 | ლიხის ქედი | 2471 | რიბისი |
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 497.