ყუროს ქედი

ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყურო (მრავალმნიშვნელოვანი).

ყუროს ქედიქედი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს კავკასიონის ჩრდილოეთ გამყოლი ქედის ერთ-ერთ შემადგენელ სუბმერიდიანულ განშტოებას. ყუროს ქედი მდინარეების თერგისა და ხდის წყალგამყოფია. ქედის უმაღლესი მწვერვალია ყურო (4071 მ). მნიშვნელოვანია ასევე მწვერვალი შინო (3948 მ). აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია სუბალპური, ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები. ყუროს ქედის პირველი ტრავერსის მონაწილენი იყვნენ ლევან მარუაშვილი, შალვა მაყაშვილი და ივანე იუხინი (1931).

ყუროს ქედი
ყურო და დაბა სტეფანწმინდა
ყურო და დაბა სტეფანწმინდა
კოორდინატები: 42°40′30″ ჩ. გ. 44°41′32″ ა. გ. / 42.67500° ჩ. გ. 44.69222° ა. გ. / 42.67500; 44.69222
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი ყურო
სიმაღლე 4071 
ამგებელი ქანები თიხაფიქალი
ყუროს ქედი — საქართველო
ყუროს ქედი
ყუროს ქედი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ყუროს ქედი
სურათები ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება