შინო
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
შინო — მწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების თერგისა და ხდის წყალგამყოფ — ყუროს ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4048 მეტრი. თოვლით შემოსილი ციცაბოკალთებიანი პირამიდაა. აგებულია იურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი.
შინო | |
---|---|
შინოს ხედი გუდამაყრის უღელტეხილიდან | |
კოორდინატები: 42°38′42″ ჩ. გ. 44°42′46″ ა. გ. / 42.6450194° ჩ. გ. 44.7129806° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4048 მ |
ქედი | ყუროს ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 5.