გუდამაყრის უღელტეხილი

გუდამაყრის უღელტეხილი, ბურსაჭირის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ჭაუხისა და სადუციას მთებს შორის, მდინარეების გუდამაყრის არაგვისა და სნოსწყლის (თერგის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 2347 მ. აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. პლეისტოცენში უღელტეხილზე ხდებოდა ჭაუხის სამხრეთული მყინვარის გადაცოცება ჩრდილოეთისაკენ, თერგის აუზში. გუდამაყრის უღელტეხილზე გადადის ბილიკი სოფელ ბურსაჭირიდან (დუშეთის მუნიციპალიტეტი) სოფელ კარკუჩაში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი). უღელტეხილზე სუბალპური ლანდშაფტია.

გუდამაყრის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°30′22″ ჩ. გ. 44°44′18″ ა. გ. / 42.50611° ჩ. გ. 44.73833° ა. გ. / 42.50611; 44.73833
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2347 
ქედი ხევის კავკასიონი
გუდამაყრის უღელტეხილი — საქართველო
გუდამაყრის უღელტეხილი
გუდამაყრის უღელტეხილი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
გუდამაყრის უღელტეხილი
სურათები ვიკისაწყობში

ლიტერატურა რედაქტირება