სადუცია
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
სადუცია — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე.[1] მდებარეობს ხევის კავკასიონზე, მდინარე ბურსაჭირისხევისა (გუდამაყრის არაგვის ერთ-ერთი სათავე) და სნოსწყლის (თერგის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3237 მ. სადუცია აგებულია პლეისტოცენური დაციტებით. აქვს კლდოვანი კალთები, შემოსილია ალპური მდელოებით.
სადუცია | |
---|---|
კოორდინატები: 42°31′04″ ჩ. გ. 44°39′52″ ა. გ. / 42.51778° ჩ. გ. 44.66444° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3237 მ |
ქედი | ხევის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | დაციტი |
ასაკი | პლეისტოცენური |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 625.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 31 ივლისი 2016.