კლდე
კლდე — მთის დაქანებული ქვიანი გვერდობი, ან განცალკევებული გეოლოგიური წარმონაქმნი ციცაბო ფერდობებითა და წვეტიანი შვერილებით.[1] წარმოადგენს ქვის ლოდს, რომელიც ჩვეულებრივ დაგვირგვინებულია წაწვეტებული მწვერვალებით. უმაღლეს მცენარეულობას მოკლებულია. ზოგჯერ გვხვდება ხავსები, წყალმცენარეები და ლიქენები. ხშირად კლდე მნიშვნელოვნად არის დაშორებული ზღვასა და ოკეანეს; წარმოქმნის სანაპიროს, ან აზიდულია წყლის ზედაპირზე. აღსანიშნავია ეგრეთ წოდებული ხუჭუჭა კლდეები — კლდოვანი შვერილების კომპლექსი,[2] ან ვერძის შუბლები. ზღვის ტალღების მოქმედებით წარმოქმნილ აბრაზიულ ფლატეს კლიფი ეწოდება. მნიშვნელოვანია აგრეთვე ბუნებრივი თაღები. მაგალითად, აღსანიშნავია შამანკის კლდე ბაიკალის ტბაზე, სადაც ამასთანავე მღვიმეა გამომუშავებული. საქართველოში მნიშვნელოვანია კაცხის სვეტი — შთენილი კლდე სოფელ კაცხში. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია. მისი სიმაღლე 40 მეტრია.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კლდე - დახასიათება[მკვდარი ბმული]
- ↑ ხუჭუჭა კლდეები – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-24. ციტირების თარიღი: 2021-01-02.
- ↑ კაცხის სვეტი და ეკლესია