გუდამაყრის არაგვი
გუდამაყრის არაგვი, შავი არაგვი — მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2940 მეტრზე. დაბა ფასანაურთან მარცხნიდან ერთვის მდინარე მთიულეთის არაგვს. სიგრძე 30 კმ, აუზის ფართობი 240 კმ2. მთავარი შენაკადია ბაკურხევი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალი წლიური ხარჯი 7,96 მ³/წმ. ზამთრობით ჩნდება ყინულნაპირისი, თოში, ფსკერის ყინული.
გუდამაყრის არაგვი | |
---|---|
![]() გუდამაყრის არაგვი შესართავთან | |
ქვეყანა | საქართველო |
მარცხენა შენაკადები | ბაკურხევი |
სათავე | მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე |
სათავის სიმაღლე | 2 940 მ |
შესართავი | მთიულეთის არაგვი |
სიგრძე | 30 კმ |
აუზის ფართობი | 240 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 7,96 მ³/წმ |
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 290.