მთიულეთის არაგვი
მთიულეთის არაგვი, თეთრი არაგვი — მდინარე დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ყელის ვულკანური ზეგნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე, ზღვის დონიდან 3180 მეტრზე. დაბა ფასანაურთან უერთდება გუდამაყრის (შავი) არაგვი. სიგრძე 41 კმ, აუზის ფართობი 339 კმ². საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლის, წვიმისა და მყინვარული (უმნიშვნელოდ) წყლით. წყალდიდობა იცის აპრილიდან აგვისტომდე, წყალმცირობა - ზამთარში. წყალდიდობის პერიოდზე მოდის წლიური ჩამონადენის 60-65%, შემოდგომაზე - 19-20%, ზამთარზე - 17-18%. საშუალო წლიური ხარჯი ფასანაურთან 12,2 მ³/წმ. დეკემბრის მეორე ნახევრიდან თებერვლის ბოლომდე იცის ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი.
მთიულეთის არაგვი | |
---|---|
![]() ჯაბა ლაბაძის სურათი | |
სათავე | ყელის ზეგანი |
სიგრძე | 41 კმ |
აუზის ფართობი | 339 კმ² |
![]() | |
![]() |
წყალმცირობის დროს წყალი სუფთაა და სასმელად გამოსადეგი.
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 673.