აპრილი
აპრილი (ლათ. Aprilis) — გრიგორიანული კალენდრის მეოთხე თვე. აპრილში 30 დღეა.
<< | აპრილი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | |||||
2024 |
სახელი ეწოდა ლათინური სიტყვის გამო: aperire — „გახსნა, გაშლა“. ძველი ქართული წარმართული კალენდრით მისი სახელწოდებაა იგრიკა.
აპრილი არის გაზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და შემოდგომისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.
აპრილის ზოდიაქოს ნიშნებია ვერძი და კურო. აპრილი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც ივლისი ჩვეულებრივ წლებში, და როგორც იანვარი — ნაკიან წელში.
იგრიკა
რედაქტირებაკორნელი კეკელიძე იგრიკს 4 მარტით — 2 აპრილით საზღვრავდა[1].
კ. კეკელიძის აზრით[2] „იგრიკაჲ“ ანუ თთუე იგრიკისაჲ, ნამდვილი პირველადი ფორმა არის „იგრი“, „იგრისაჲ“. იგრი უნდა იყოს მოდიფიკაცია სომხურში „არეგი“-სა, რომელმაც თავში ა-ი ახმოვანებით, შუაში გ-რ მეტათეზით და ნათესაობით მრუნვაში „ე“ ბგერის გამოვარდნით, მოგვცა „იგრისა“. ქართული „იგრიკას“ სომხურ „არეგასთან“ აახლოებდა მარი ბროსეც[3].
„და გჳრგჳნოსან იქმნა აკჳლინა პირველსა მას დღესა თთუესა იგრიკისას[4].“
|
„კალენიკემ კეთილითა მით ძილითა დაიძინა მეორესა დღესა თთჳსა იგრიკისასა[5].“
|
„მას ჟამსა შეკრბეს ორასნი იგი ბრძანებითა მეფისაჲთა და მოჰკუეთეს თავები და აღესრულნეს წმიდანი მეშჳდესა დღესა თთუესა იგრიკისასა[6].“
|
აპრილის მნიშვნელოვანი მოვლენები
რედაქტირება ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 116
- ↑ კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 101
- ↑ Extrait du manuscript armenien №114 de la biblioteque royale, relatif au calendrier georgien: Journ. Asiatique X, 171, 530-531
- ↑ A 95, გვ. 811, H 341, გვ. 373
- ↑ A 95, გვ. 813, H 341, გვ. 377
- ↑ A 95, გვ. 815, H 341, გვ. 378
აპრილი ვიქსიკონში |