თებერვალი (ლათ. Februarius — განწმენდა) — გრიგორიანული კალენდრის მეორე თვე. თებერვალში 28 დღეა, გარდა ნაკიანი წლისა, როდესაც მასში 29 დღეა.

<< თებერვალი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
2017

სახელი ეწოდა მიწისქვეშა სამეფოს რომაული ღვთაების მიხედვით. იანვარი და თებერვალი არიან კალენდრის ბოლო დამატებული თვეები, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვალს ქართულ წარმართული კალენდარში სურწყუნისი ეწოდებოდა. ხალხური დასახელებაა განცხადებისთვე.

თებერვალი არის ზამთრის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზაფხულისა სამხრეთ ნახევარსფეროში.

თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. თებერვალი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც მარტი და ნოემბერი, გარდა ნაკიანი წლისა, როდესაც მისი საწყისი დღე ემთხვევა აგვისტოსას.

სარწყუნისირედაქტირება

კორნელი კეკელიძე სურწყნისს 3 იანვარი — 1 თებერვლით საზღვრავდა[1].

კ. კეკელიძის აზრით[2] სურწყნისაჲ (თთუე) არის ნათესაობითი ბრუნვა, სახელობითი უნდა იყოს „სურწყანი“. ეს სახელი ორი ნაწილისაგან შედგება: „სურ“ და „წყანი“, უკანასკნელი უნდა იყოს ახლანდელი „წყალი“, ხოლო პირველი იგივე „წყალი“ ავესტური ფორმით. ზენდ ავესტაში, ოცდარვა იაზატებს შორის, ცნობილი იყო „არდავირ-სურ“, რაც ნიშნავს „წყარო ზეციური წყლისა“.

 
„და აღესრულა წმიდაჲ სტეფანი თთუესა სურწყნისასა ექუსსა, დღესა პარასკევსა, ჟამსა მეშვიდესა[3].“

თებერვლის მნიშვნელოვანი მოვლენებირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 116
  2. კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 101-102
  3. A 19, 134, 95, გვ. 107, H 535, 49