თევზები (♓) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეთორმეტე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 18 (ან 19) თებერვლიდან 20 (ან 21) მარტამდე. თევზების ზოდიაქო განსხვავდება თევზების თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 12 მარტიდან 18 აპრილამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, თევზების მმართველია — ნეპტუნი. თანამმართველია — იუპიტერი. თევზების ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — ვენერა, „დაცემულია“ — მერკური, „გამოძევებულია“ — მერკური. მინეროლოგიური თვალსაზრისით, თევზების ძირითადი მინერალია: ამეთვისტო. მას ასევე შეესაბამება: ალექსანდრიტი, ბელომორიტი, ზურმუხტი, მარჯანი.