მშვილდოსანი (ასტროლოგია)
მშვილდოსანი (♐) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეცხრე ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 23 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე.
![]() | |
სიმბოლო: | მშვილდოსანი |
პერიოდი (ტროპიკული): | 22 ნოემბერი — 21 დეკემბერი |
პერიოდი (ვარსკვლავური): | 16 დეკემბერი — 14 იანვარი |
პერიოდი (მზის): | 18 დეკემბერი — 19 იანვარი |
თანავარსკვლავედი: | მშვილდოსანი |
სტიქია: | ცეცხლი |
ჯვარი: | მუტაბელური |
მმართველი პლანეტა: | იუპიტერი |
განდევნილი: | მერკური |
ეგზალტაცია: | - |
დაცემა: | - |

მშვილდოსნის ზოდიაქო განსხვავდება მშვილდოსნის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 18 დეკემბრიდან 19 იანვრამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, მშვილდოსნის მმართველია — იუპიტერი. თანამმართველია — ნეპტუნი. მშვილდოსნის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — კეტუ (მთვარის დაღმავალი კვანძი), „დაცემულია“ — რაჰუ (მთვარის აღმავალი კვანძი), „გამოძევებულია“ — მერკური. მინეროლოგიური თვალსაზრისით, მშვილდოსნის ძირითადი მინერალია: ტოპაზი. მას ასევე შეესაბამება: სარდონიქსი, ქარვა, ობსიდიანი, სარდიონი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ეტლთა და შვიდთა მნათობთათვის (ასტროლოგიური თხზულება XII საუკუნისა), თბილისი, 1975;
- ვიკტორ ნოზაძე, „ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება“, თბილისი, 2005;
- ზაურ ქოქრაშვილი, „ბიბლიურ პატიოსან ქვათა და ეტლთა შესახებ“, თბილისი, 2005.
ვერძი | კურო | მარჩბივი | კირჩხიბი | ლომი | ქალწული | სასწორი | ღრიანკალი | მშვილდოსანი | თხის რქა | მერწყული | თევზები | |