ამეთვისტო
ამეთვისტო (SiO2) — ნახევრად გამჭვირვალე იისფერი კვარცის სახეობა, შეიცავს დიოქსიდსა და სილიციუმს. მინერალი გამოიყენება საიუველირო ხელოვნებაში და მიეკუთვნება ნახევრად ძვირფას ქვებს.
ამეთვისტო | |
---|---|
საერთო | |
კატეგორია | ოქსიდის მინერალი |
ქიმიური ფორმულა | SiO2 |
იდენტიფიკაცია | |
კრისტალის სინგონია | ტრიგონალური |
სიმაგრე მოოსის სკალით | 7 |
სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან „amethystos“, სადაც a არის უარყოფითი ნაწილაკი, ხოლო „methystos“ ნიშნავს „მთვრალს“.
ამეთვისტოს ფერი სტაბილურია მხოლოდ 250 °C-მდე. უფრო მაღალ ტემპერატურაზე იგი ფერს კარგავს. 500 °C-ს ზემოთ ამეთვისტო ხდება ყვითელი, ტემპერატურის მატებასთან ერთად კი ისევ იცვლის ფერს. საბოლოოდ ქვა ხდება რძისებრი ფორმის რადგან მასში ჩნდება ინფრამიკროსკოპული წყალი.
ამეთვისტო ძალიან იშვიათი იყო ანტიკურ ხანაში. მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს ბრაზილიასა და ურუგვაიში მისი მნიშვნელოვანი საბადოები, რის შემდეგაც დაიწყო მისი ფართო მოხმარება.
ფრანგულ ფოლკლორში ამეთვისტოს ქორწინება ნიშნავს ქირწინების 48 წელს. ამეთვისტო ამშვენებს ეპისკოპოსთა ბეჭდებს.
ადრე მას მიიჩნევდნენ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სამკურნალო ქვად. მასვე მიაწერდნენ შემოქმედების, მედიტაციის, წინასწარმეტყველების სტიმულირებას. იყენებდნენ ჯადოს ახსნისთვის, უძილობის წინააღმდეგ საბრძოლველად. დაფხვნილ მდგომარეობაში იგი აუმჯობესებდა ღვიძლის მოქმედებას და კურნავდა დამწვრობებს.