ქიმიური ფორმულა
ქიმიური ფორმულა — ინდივიდუალურ ნივთიერებათა შედგენილობის გამოსახულება ქიმიური ნიშნებისა და რიცხვების საშუალებით. ზოგად შემთხვევაში გამოისახება როგორც AmBnCp... სადაც A, B, C... არის ქიმიურ ელემენტთა ატომების სიმბოლოები, რომელთაგანაც შედგება მოცემული ნივთიერება; m, n, p... მთელი რიცხვებია და გვიჩვენებენ ცალკეული ატომების რიცხვს მოცემულ ნივთიერებაში.
ნივთიერებათა ქიმიური ფორმულის დასადგენად აუცილებელია ვიპოვოთ მათი რაოდენობრივი შედგენილობა (მასის მიხედვით %-ში) : პროცენტული შედგენილობა შევცვალოთ ატომთა რიცხვთაშორის თანაფარდობით და ეს თანაფარდობა გამოვსახოთ მთელი რიცხვებით.
ვიკიფიცირება
რედაქტირებავიკიპედიაში ფორმულების დასაწერად გამოიყენება ვიკისინტაქსისი <chem></chem>
.
მაგალითად, ეთანოლის დუღილის პროცესი ქიმიური ფორმულებით შემდეგნაირად გამოისახება <chem>C6H12O6 -> 2 C2H5OH + 2 CO2</chem>
, შედეგს ვღებულობთ ასეთს .
ხოლო ეთანოლის სტრუქტურული ფორმულა შემდეგნაირად გამოისახება:
Н Н Н │ │ / Н—C—C—O │ │ Н Н
რაც შეეხება იზოტოპების ქიმიური კოდებით გამოსახვას, ამისთვის გამოიყენება შემდეგი ვიკისინტაქსისი <chem>^3_1H</chem>
, შედეგს ვღებულობთ ასეთს .
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 534.