მოოსის სკალა
მოოსის სკალა (სიმაგრის მინერალოგიური სკალა) — ეტალონური მინერალების კომპლექტი. სიმაგრე დგინდება გაკაწვრის მეთოდით. ეტალონებად მიღებულია ათი მინერალი, განლაგებული სიმაგრის ზრდადობით. სკალა დადგენილია 1811 წელს გერმანელი მინერალოგ ფრიდრიხ მოოსის მიერ.
სიმაგრე | მინერალი | აბსოლუტური სიმაგრე | სურათი |
---|---|---|---|
1 | ტალკი (Mg3Si4O10(OH)2) | 1 | ![]() |
2 | თაბაშირი (CaSO4·2H2O) | 2 | ![]() |
3 | კალციტი (CaCO3) | 9 | ![]() |
4 | ფლუორიტი (CaF2) | 21 | ![]() |
5 | აპატიტი (Ca5(PO4)3(OH-,Cl-,F-) | 48 | ![]() |
6 | ორთოკლაზი (KAlSi3O8) | 72 | ![]() |
7 | კვარცი (SiO2) | 100 | ![]() |
8 | ტოპაზი (Al2SiO4(OH-,F-)2) | 200 | ![]() |
9 | კორუნდი (Al2O3) | 400 | ![]() |
10 | ალმასი (C) | 1500 | ![]() |