ფრიდრიხ მოოსი
კარლ ფრიდრიხ ქრისტიან მოოსი (დ. 29 იანვარი, 1773, გერნროდე — გ. 29 სექტემბერი, 1839, აგორდო) — გერმანელი მინერალოგი. 1801 წელს დაამთავრა ფრაიბერგის სამთო აკადემია, 1802 წელს გადავიდა ავსტრიაში, სადაც ოსტატად მუშაობდა გრაცის მახლობლად მდებარე შახტში და, ამავდროულად, მინერალების კოლექციის დასახარისხებლად დაქირავებული იყო ავსტრიელი ბანკირის მიერ. 1812–1817 წლებში იყო იოანეუმის უნივერსიტეტის (გრაცი) მინერალოგიის პროფესორი, 1817 წლიდან — ფრაიბერგის სამთო აკადემიისა, 1826 წლიდან — ვენის უნივერსიტეტისა. კვლევებს ატარებდა გერმანიაში, ავსტრიაში, ინგლისში, ირლანდიაში, შოტლანდიასა და იტალიაში. ავტორია მინერალების სიმაგრის შეფარდებითი სკალისა, რომელსაც მოოსის სკალას უწოდებენ. ქრისტიან სამუელ ვაისთან ერთად კრისტალოგრაფიული ღერძების დახმარებით აღწერა კრისტალური ფორმები და გამოყო სიმეტრიის (სინგონიის) 6 ჯგუფი.[10]
ფრიდრიხ მოოსი | |
---|---|
გერმ. Friedrich Mohs | |
დაბ. თარიღი | 29 იანვარი, 1773[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | გერნროდე |
გარდ. თარიღი | 29 სექტემბერი, 1839[1] [2] [3] [4] [5] (66 წლის) |
გარდ. ადგილი | აგორდო[6] |
დასაფლავებულია | ვენის ცენტრალური სასაფლაო |
მოქალაქეობა | პრუსიის სამეფო |
საქმიანობა | მინერალოგი[7] , ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, კრისტალოგრაფი და mining engineer |
მუშაობის ადგილი | ვენის უნივერსიტეტი, ფრაიბერგის სამთო აკადემია და გრაცის ტექნიკური უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ფრაიბერგის სამთო აკადემია[8] და ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | ვილჰელმ კარლ ფონ ჰაიდინგერი და იოზეფ რედტენბახერი[8] |
ჯილდოები | ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი[9] და Civil Order of Saxony[9] |
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Beschreibung des Gruben-Gebäudes Himmelsfürst bey Freyburg in Sachsen. W., 1804;
- Versuch einer Elementar-Methode zur naturhistorischen Bestimmung und Erkennung der Fossilien. W., 1812;
- Grundriss der Mineralogie. Dresden, 1822–1824. Bd 1–2.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 3.0 3.1 Dr. Constant v. Wurzbach Mohs, Friedrich // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt haben — Wien: 1856. — ტ. 18. — S. 443.
- ↑ 4.0 4.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Mohs, Friedrich
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #11907835X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 8.0 8.1 Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ 9.0 9.1 https://anno.onb.ac.at/cgi-content/anno?apm=0&aid=lzg&datum=18250614&seite=1
- ↑ Хомизури Г. П. Моос Карл Фридрих Христиан // Большая российская энциклопедия. т. 21. — М., 2013. — стр. 83.