კორუნდი
კორუნდი — მინერალი, კრისტალური α-ალუმინის ოქსიდი (Al2O3), ტრიგონალური სინგონიით.
კორუნდი | |
---|---|
კორუნდის მრავალფეროვანი სახეები | |
საერთო | |
კატეგორია | ოქსიდი მინერალი - ჰემატიტების ჯგუფი |
ქიმიური ფორმულა | Al2O3 |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | ცისფერი, წითელი, ყვითელი, ყავისფერი, ნაცრისფერი |
კრისტალოგრაფია | ბიპირამიდალური, პრიზმატული, რომბოედრული კრისტალები, მასიური ან გრანულირებული |
კრისტალის სინგონია | ტრიგონალური |
მინერალის მონატეხი | ნიჟარისებულიდან ხიწვისებურამდე |
სიმაგრე მოოსის სკალით | 9 |
მინერალის ელვარება | მინისებური |
ხაზის ფერი | თეთრი |
სიმკვრივე | 3,9—4,1 კგ/მ³ |
ლღვობის ტემპერატურა | 2044 °C°C |
Fusibility | არალღვობადი |
ხსნადობა | უხსნადი |
სხვა მახასიათებლები | შეუძლია ფლუორესცენცია ან ანათებს ულთრაიისფერ სხივებქვეშ |
თვისებები
რედაქტირებაგვხვდება როგორც ცალკეული ისე ერთად შეზრდილი კასრისებური კრისტალების ჯგუფების სახით.
- სიმაგრე მოოსის სკალის მიხედვით 9.
- სიმკვრივე 3,9 — 4 გ/სმ³.
- დნობის ტემპერატურა — 2044 °C.
- ფერი ფართოდ ვარირებს უფერულიდან და ნაცრისფერიდან წითელის სხვადასხვა ელფერამდე, ლურჯი ან იისფერამდე.
- დიქროიზმულია. ზოგჯერ ბზარებში შეზრდილობის მიხედვით შეიმჩნევა ირიზაცია.
- ელვარება ძლიერ ლითონურიდან მქრქალამდე.
ნაირსახეობები და გამოყენება
რედაქტირებაკორუნდს როგორც მინერალური სახეობას გააჩნია შემდეგი ნაირსახეობები:[1]
- ლალი, «წითელი იახონტი» — წითელი ფერისა; პირველი კატეგორიის ძვირფასი ქვა, გამჭვირვალე კარგი შეფერილობის ზოგიერთი ეგზემპლიარის ფასი ალმასზე უფრო ძვირიცაა.
- საფირონი.
- «ლურჯი იახონტი» — სხვადასხვა ინტენსივობის ლურჯი ფერისაა. ზომიერ-ინტენსიურიბის ღია-ლურჯი შეფერილობის - ძვირფასი ქვა პირველი კატეგორიისაა, მაგრამ ლალზე გაცილებით ნაკლებად ფასობს. ძალიან მუქი ან ძალიან ღია საფირონები საკმაოდ იაფი ღირს.
- ყვითელი.
- მწვანე (ძველი სახელია — «აღმოსავლური ზურმუხტი»).
- იისფერი (ძველი სახელია — «აღმოსავლეთის ამეთვისტო»).
- ვარსკვლავური ლალი — ეგზოტიკური ძვირფასი ქვა ასტერიზმის ეფექტით, მუშავდება კაბოშონის სახით.
- ლეიკოსაფირონი ან «აღმოსავლური ალმასი» — უფერული და სავსებით გამჭვირვალე კორუნდი; არც ისე ძვირი ძვირფასი ქვა.
- ჩვეულებრივი კორუნდი — გაუმჭვირვალე, მსხვილ- ან მწვრილმარცვლოვანი, მონაცრისფრო ფერის. ზოგჯერ მსხვილი გაუმჭვირვალე კრისტალები. მაღალი სიმაგრის გამო, გამოიყენებენ როგორც აბრაზიულ მასალას, მაღალი დნობის ტემპერატურის გამო გამოიყენებენ როგორც ცეცხლგამძლე მასალას, ასევე მინანქრის დასამზადებლად.
მსხვილი კარგად წარმოქმნილი კრისტალები მოიპოვება როგორც საკოლექციო ექსპონატი.
სინთეთიკური კორუნდი
რედაქტირებააბრაზივის სახით ფართოდ გამოიყენება ხელოვნური კორუნდი, რომელიც მიიღება თიხამიწის ნედლეულის თერმული დამუშავებით. კორუნდისაგან მზადდება მჭრელი დისკები და ელექტრო კუთხური სახეხი მანქანებისთვის. ხელოვნური კორუნდი ადრე გამოიყენებოდა კორუნდის ნემსების დასამზადებლად (ძვირი ალმასის მაგივრად) — გრამპლასტინკების ჩანაწერების წარმოებისათვის.
თანმხლები მინერალები
რედაქტირებაანდალუზიტი, სილიმანიტი, რუტილი, დიასპორი, გიბსიტი, ბემიტი, შპინელი, სერპენტინი, ნეფელინი, შპატები, ქლორიტი, მაგნეტიტი.
წარმოშობა
რედაქტირებატიპური გიპოგენური მინერალია. გვხვდება მაგმატურ ქანებში, ღარიბ სილიციუმმიწა ქანებში (სიენიტის ტიპის, ნეფელინურ სიენიტებში). მსხვილი კრისტალები მდებარეობენ პეგმატიტებში, რომლებიც გენეტიკურად კავშირშია აღნიშნულ მთის ქანებთან. მარცვლები და მეტაკრისტალები რომლებიც აღწევენ 10 სმ-ის დიამეტრს, დამახასიათებელია ღრმა მეტამორფიზმის სტადიის მეტამორფული ქანებისათვის — გნეისებისთვის, ძოწის ამფიბოლიტებისათვის, გრანულიტებისათვი. ასევე წარმოიქმნება თიხამიწით მდიდარი დანალექი ქანების კონტაქტურ-მეტამორფული ცვლილებებით. ძვირფასი ქვების ძირითად მასას პოულობენ ქვიშრობებში.
ტექნიკური კორუნდს მიიღებენ ბოქსიტების თერმული დამუშავებით.
საბადოები
რედაქტირებასაბადიები: ზანსკარი (შტ. ქაშმირი), ინდოეთი; ბალანგოდის, რაკვანის და რატნაპურის ახლოს - შრი-ლანკა; ადამის ხიდი — კლდეთა გრეხილი, ჭალები და ქვიშრობი ინდოეთსა და შრი-ლანკას შორის; ამბუსიტრა, კ. მადაგასკარი; მოგოკის მარმარილოები, ბირმა; ტაილანდი; კ. ნაკსოსი, საბერძნეთი; ბანკროფტი, კრეიგმონტი, რენფრუ (შტ. ონტარიო) — კანადა; ნორვეგია; კორტლანდი (შტ. ნიუ-იორკი), აშშ. რუსეთში: სინგაგოის (კრასნოიარსკიდ მხარე), ილმენსის მთები და ვიშნოვიე მთები (ჩელიაბინსკის ოლქი, ურალი), რაი-იზის მასივი, «კოსოი ბროდი», შუა ურალი, კარელია.