მიანმარი
მიანმარის კავშირის რესპუბლიკა[1] (ბირმ. ပြည်ထောင်စု သမ္မတ မြန်မာနိုင်ငံတော်, აგრეთვე ბირმის კავშირი) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ბანგლადეში და ინდოეთი, ჩრდილოეთიდან – ჩინეთი, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – ლაოსი და ტაილანდი, ხოლო სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან – ანდამანის ზღვა და ბენგალის ყურე. მიანმარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უდიდესი ქვეყანაა. მისი ფარობი 676,678 კმ²-ია. 2017 წლის მონაცემებით, მიანმარის მცხოვრებთა რიცხვი დაახლოებით 54 მილიონია.[2] ქვეყნის დედაქალაქია ნაიფიიდო, ხოლო უდიდესი ქალაქია – იანგონი.[3] 1997 წლიდან მიანმარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრია.
მიანმარის კავშირის რესპუბლიკა ပြည်ထောင်စု သမ္မတ မြန်မာနိုင်ငံတော် მიანმარი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
ჰიმნი: Kaba Ma Kyei |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | ნაიფიიდო 19°45′ ჩ. გ. 96°06′ ა. გ. / 19.750° ჩ. გ. 96.100° ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | იანგონი | |||||
ოფიციალური ენა | ბირმული | |||||
მთავრობა | უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა სამხედრო ხუნტის კონტროლქვეშ | |||||
- | სახელმწიფოს მეთაური | მინ აუნ ჰლაინი | ||||
- | პრეზიდენტი | მიინ შვე | ||||
- | პირველი ვიცე-პრეზიდენტი | მიინ შვე | ||||
- | მეორე ვიცე-პრეზიდენტი | ჰენრი ვან ტჰიო | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 676 578 კმ2 (მე-40) | ||||
- | წყალი (%) | 3,06 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005-2006 შეფასებით | 55 400 000 (24-ე) | ||||
- | 1983 აღწერა | 33 234 000 | ||||
- | სიმჭიდროვე | 75 კაცი/კმ2 (119-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $93.77 მილიარდი (59-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $1691 (150-ე) | ||||
აგი (2007) | 0.583 (საშუალო) (132-ე) | |||||
ვალუტა | კიატი (K) (mmK ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+06:30 | |||||
ქვეყნის კოდი | MMR | |||||
Internet TLD | .mm | |||||
სატელეფონო კოდი | 95 |
მიანმარმა დამოუკიდებლობა 1948 წელს მოიპოვა. 1962 წლის გადატრიალების შემდეგ, ქვეყანაში ბირმის სოციალისტური პარტიის სამხედრო დიქტატურა დამყარდა.
დამოუკიდებლოს მოპოვების შემდეგ, მიანმარში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის მუდმივად დაძაბულობა სუფევდა, რაც ხშირად დაპირისპირებაში იზრდებოდა. ამ ფაქტმა მიანმარის სამოქალაქო ომს დაუდო საფუძველი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სამოქალაქო ომია. ომის მანძილზე, გაერო და სხვა ორგანიზაციები ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე სისტემატურად აკეთებდნენ განცხადებებს.[4] 1988 წელს მიანმარში სამხედრო გადატრიალების შედეგად მშვიდობისა და განვითარების სახელმწიფო საბჭოს მმართველობა დამყარდა, რომელიც 2010 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ, 2011 წელს დასრულდა. ამ პერიოდიდან ქვეყანაში გაუმჯობესდა ადამიანის უფლებათა დაცვა, საერთაშორისო ურთიერთობები და შემსუბუქდა ეკონომიკური სანქციები,[5] თუმცა სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების აღმოფხვრას მთავრობა კვლავ ვერ ახერხებდა, რომლის ძალადობრივი ქმედებებიც ხშირად საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი ხდებოდა.[6] 2015 წლის საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება აუნ სან სუ ჩის პარტიამ, დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ მოიპოვა, თუმცა ქვეყანაში სამხედრო ძალები კვლავ დიდ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობენ.
მიანმარი აღმოსავლეთ აზიის სამიტის, მიუმხრობლობის მოძრაობის და BIMSTEC-ის წევრია.
მიანმარი მდიდარია ძვირფასი თვლებით, ნავთობით, ბუნებრივი აირითა და სხვა მინერალური რესურსებით. ქვეყანა ასევე განახლებადი ენერგეტიკული რესურსების სიმდიდრით გამოირჩევა. დიდი მეკონგის სუბრეგიონის ქვეყნებს შორის მიანმარში მზის ენერგიის პოტენციალი ყველაზე მაღალია.[7]
2013 წლის მონაცემებით, მიანმარის მშპ 56.7 მილიარდი, ხოლო მშპ მსყიდველობითი უნარის პარიტეტთან მიმართებით 221.5 მილიარდი ამერიკული დოლარია.[8] 2016 წლის მონაცემებით, ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით მიანმარი მსოფლიოს 188 ქვეყანას შორის 145-ე ადგილზე დგას.[9]
ეტიმოლოგია
რედაქტირება1989 წელს სამხედრო ხუნტამ ქვეყნის სახელწოდების ინგლისური ვერსია ოფიციალურად შეცვალა — ბირმიდან მიანმარზე (ქვეყნის ყველა სხვა ინგლისურენოვან დასახელებასთან ერთად დედაქალაქის ჩათვლით — რანგუნიდან იანგონზე). თუმცა ოფიციალური სახელწოდება ბირმულ ენაზე — მიანმა (မြန်မာ) — არ შეცვლილა. ქვეყნის სრული სახელწოდებაა „მიანმარის კავშირის რესპუბლიკა“.
აშშ-ში ქვეყანას ბირმის სახელწოდებით იცნობენ. სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ მას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო.[10] 2010 წლიდან კანადაში ბირმის ნაცვლად ქვეყანას მიანმარს უწოდებენ.[11] ჩეხეთის რესპუბლიკა ოფიციალურად მიანმარს, თუმცა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ორივე სახელწოდებას, როგორც მიანმარს, ისე ბირმას იყენებს.[12] მიანმარის სახელით მოიხსენიებენ ქვეყანას გაერო, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია, ავსტრალია,[13] რუსეთი, გერმანია,[14] ჩინეთი, ინდოეთი, ბანგლადეში, ნორვეგია,[15] იაპონია[16] და შვეიცარია.[17] ასევე ამ სახელწოდებას იყენებენ ინგლისურენოვანი საერთაშორისო მედია საშუალებები, როგორებიცაა BBC[18] და CNN.[19] ქვეყანას ბირმას უწოდებენ ესპანეთში, იტალიაში, რუმინეთში, საბერძნეთსა და საფრანგეთში.[20][21][22]
ისტორია
რედაქტირებადამოუკიდებლობა (1948-1962)
რედაქტირება1947 წლის ბირმის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე 1948 წლის 4 იანვარს ქვეყანა დამოუკიდებელი რესპუბლიკა გახდა და „ბირმის კავშირი“ ეწოდა. ბრიტანეთის სხვა ყოფილი კოლონიების მსგავსად, ბირმის კავშირი არ გახდა ერთა თანამეგობრობის წევრი. ქვეყანაში ჩამოყალიბდა ორპალატიანი პარლამენტი.[23] 1951-1952, 1956 და 1960 წლებში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები.
1961 წელს, უ ტანი, პრემიერ მინისტრის მდივანი და გაეროში ბირმის კავშირის წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივანი გახდა, რა პოზიციაც მას მომდევნო ათი წლის მანძლზე ჰქონდა დაკავებული.[24] უ ტანის მდივნობის დროს გაეროში მომუშავე ბირმელებს შორის იყო აუნ სან სუ ჩი, რომელიც 1991 წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ქვეყნის ფედერალიზაციას ან ავტონომიური რეგიონების შექმნას მოითხოვდნენ, რის შემდეგაც, 1962 წელს, ქვეყანაში ბირმის სოციალისტური პარტიის სამხედრო დიქტატურა დამყარდა. პუტჩით მოსულმა ახალმა მთავრობამ 'ფედერალიზმი' ნაციონალიზმისა და ერთიანობის საწინააღმდეგო ტერმინად გამოაცხადა.[25]
სამხედრო მმართველობა (1962-2011)
რედაქტირება1962 წლის 2 მარტის პუტჩის შედეგად მმართველობის სადავეები სამხედრო ძალებმა გენერალი ნე ვინის ხელმძღვანელობით ჩაიგდეს ხელში. 1962-1974 წლებში ქვეყანას რევოლუციური საბჭო მართავდა, რა დროსაც სოციალისტური მთავრობა საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტის ნაციონალიზაციას ახდენდა.
1974 წელს ბირმის კავშირის სოციალისტური რესპუბლიკის ახალი კონსტიტუცია იქნა მიღებული. 1988 წლამდე ქვეყანაში ერთპარტიული კონსტიტუციური სისტემა მოქმედებდა, რომელსაც გენერალი და სხვა სამხედრო ოფიცრები სოციალისტური პარტიის სახელით ხელმძღვანელობდნენ.[26] ამ პერიოდის მანძილზე, მიანმარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა.[27]
გენერალი ნე ვინის მმართველობის პერიოდში სამხედრო დიქტატურის მიმართ პროტესტის ერთეული შემთხვევები გამოვლინდა, რომლებიც ხელისუფლებამ ძალადობრივი გზით ჩაახშო. 1962 წლის 7 ივლისს, მთავრობამ რანგონის უნივერსიტეტთან გამართული დემონსტრაცია დაარბია, რასაც 15 სტუდენტის სიცოცხლე შეეწირა.[28] სამხედროებმა ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეები დაარბიეს უ ტანის დაკრძალვაზე, 1974 წელს. თავი იჩინა სტუდენტური პროტესტებმა 1975, 1976 და 1977 წლებში, რაც გავლენიანმა ძალებმა მალევე ძალადობრივად ჩაახშეს.
მთავრობის ძალადობრივმა და ქვეყნისათვის დამაზიანებელმა პოლიტიკამ 1988 წლის არეულობას დაუდო საფუძველი, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. მიანმარში დემოკრატიის მოთხოვნით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების სერია დაიწყო, რომელიც აჯანყება 8888-ის სახელწოდებითაა ცნობილი. სამართალდამცავებმა პროტესტის დარბევისას ათასობით ადამიანი მოკლეს. გენერალმა სო მაუნგმა პუტჩი მოაწყო და სამართლისა და წესრიგის აღდგენის სახელმწიფო საბჭო ჩამოაყალიბა, რომელმაც 1988 წელს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. 1989 წელის 18 ივნისს საბჭომ ქვეყნის ოფიციალურ ინგლისურ სახელწოდებად „მიანმარის კავშირი“ გამოაცხადა.
1990 წლის მაისში მიანმარში არჩევნები ჩატარდა, რომელშიც დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ, აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, რომელმაც მანდატების 80% მოიპოვა, თუმცა, სამხედრო ხუნტამ ძალაუფლების დათმობაზე უარი განაცხადა[29] და 1997 წლამდე ქვეყანას სამართლისა და წესრიგის აღდგენის სახელმწიფო საბჭოს, ხოლო 2011 წლამდე მშვიდობისა და განვითარების სახელმწიფო საბჭოს სახელით მართავდა.
1997 წლის 23 მაისს, მიანმარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრი გახდა. 2005 წლის ნოემბერში სამხედრო ხუნტამ დედაქალაქი იანგონიდან ქალაქ პინმანასთან გადაიტანა და 2006 წლის 27 მარტს ნაიფიიდო უწოდა, რაც „მეფეთა ქალაქს“ ნიშნავს.[30]
2007 წლის აგვისტოში, საწვავზე ფასის ზრდამ ზაფრანის რევოლუციას დაუდო საფუძველი, რომელსაც ბუდისტი ბერები ხელმძღვანელობდნენ.[31] 2007 წლის 16 სექტემბერს ხელისუფლება პროტესტანტებს სასტიკად გაუსწორდა. დარბევას უამრავი ბერის სიცოცხლე შეეწირა. შეუიარეღებელი მომიტინგეების მიმართ სამხედროთა მიერ ძალის გამოყენება საერთაშორისო დონეზე მრავალმა ქვეყანამ დაგმო. მიანმარის მთავრობას ეკონომიკური სანქციები დაეკისრა.
მიანმარი ძლიერ დააზარალა 2008 წლის მაისში მომხდარმა ციკლონმა, რომლის ეპიცენტრშიც მჭიდროდ დასახლებული ირავადის ოლქი აღმოჩნდა.[32] ეს იყო ყველაზე ძლიერი და გამანადგურებელი ბუნებრივი კატასტროფა ქვეყნის ისტორიაში, რომლის შედეგადაც 200,000 ადამიანი დაღუპულად ან დაკარგულად გამოცხადდა, ხოლო ერთი მილიონი უსახლკაროდ დარჩა.[33] სტიქიის მიერ მიყენებულმა ზარალის ოდენობამ 10 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
სამოქალაქო ომები
რედაქტირებადამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მიანმარის პოლიტიკური და სოციალური სივრცე მუდმივად სამოქალაქო ომების ეპიცენტრს წარმოადგენდა, რომელთა ძირითადი შინაარსი ეთნიკური უმცირესობების ტერიტორიული ავტონომიისთვის ბრძოლა იყო.
2015 წლის თებერვალში ეთნიკურად ჩინელ ამბოხებულებს და მიანმარის შეიარაღებულ ძალებს შორის კონფლიქტი მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც 40,000-დან 50,000-მდე ადამიანმა საკუთარი სახლი დატოვა და თავშესაფრის საძიებლად ჩინეთში გადავიდა.[34] ინციდენტის დროს, ჩინეთის მთავრობას აჯანყებულთათვის სახმედრო დახმარების გაწევაში დაედო ბრალი. მიანმარის ჯარსა და ადგილობრივ ამბოხებულებს შორის შეტაკებები კვლავ გრძელდება. უცხოელ ჟურნალისტებსა და ვიზიტორებს სამოქალაქო დაპირისპირების სივრცეში შესასვლელად სპეციალური ნებართვა სჭირდებათ.[35]
დემოკრატიული რეფორმები
რედაქტირება2008 წლის 10 მაისს მიანმარში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მიზანიც ქვეყანაში დემოკრატიის დამყარება იყო. ამავე წელს მიანმარის კავშირის ახალი სახელწოდება „მიანმარის კავშირის რესპუბლიკა“ გახდა. 2010 წელს ქვეყანაში საყოველთაო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმების 80%-ით გამარჯვება სამხედრო მხარდაჭერის მქონე ერთიანმა სოლიდარობისა და განვითარების პარტიამ მოიპოვა, რამაც გარკვეული პოლიტიკური დავა წარმოშვა. საბოლოოდ, მიანმარში სამხედრო-დიქტატურული მმართველობა 2011 წლის 30 მარტს დასრულდა.
მიანმარის ლიბერალურ დემოკრატიაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ქვეყანაში სამხედრო ძალების მმართველობა კვლავ გრძელდება და ისინი ფარულად არიან ჩართულნი მიანმარის პოლიტიკაში. არსებობს ვერსია, რომ ქვეყანაში რეფორმები მხოლოდ სამხედროთა ინტერესების დაცვით ხორციელდება. ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, მიანმარი არა ლიბერალურ დემოკრატიაზე, არამედ კვაზი-მილიტარისტულ მმართველობაზე გადავიდა.[36]
2010 წლის არჩევნების შემდეგ, მთავრობამ ქვეყნის ლიბერალურ დემოკრატიაზე გადასასვლელად მრავალი რეფორმა გაატარა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელთა მოტივებთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობს. მიანმარის მთავრობამ შემოიღო შერეული ეკონომიკური სისტემა, გაათავისუფლა 200-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი. ასევე შინაპატიმრობიდან გათავისუფლდა პრო-დემოკრატთა ლიდერი აუნ სან სუ ჩი. დაარსდა ეროვნული ადამიანის უფლებათა კომისია, დასაშვები გახდა მშრომელთა გაერთიანებები და გაფიცვები, შესუსტდა ცენზურა საინფორმაციო საშუალებებზე.[37]
2011 წლის დეკემბერში მიანმარს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეწვია, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტსა და ყოფილ სამხედრო მეთაურს, თეინ სეინსა და ასევე ოპოზიციის ლიდერს, აუნ სან სუ ჩის შეხვდა.[38]
2012 წელს მიანმარში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ, დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ გაიმარჯვა, რასაც მთავრობის მიერ გარკვეული კანონების გაუქმებამ შეუწყო ხელი. პარტიამ 45-დან 43 მანდატი მოიპოვა. 2012 წლის რიგგარეშე არჩევნები იყო პირველი არჩევნები მიანმარში, რომელშიც საერთაშორისო წარმომადგენლებს კენჭისყრის პროცესში მონიტორინგის უფლება მიეცათ.[39]
2015 წლის საყოველთაო არჩევნები
რედაქტირება2015 წლის 8 ნოემბერს მიანმარში საყოველთაო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ მოიპოვა. მიანმარის კონსტიტუცია კრძალავს ამ პარტიის ლიდერის, აუნ სან სუ ჩის პრეზიდენტად ყოფნას, შესაბამისად იგი ქვეყნის დე ფაქტო ლიდერი გახდა.[40]
პარლამენტი ახალი შემადგენლობით პირველად 2016 წლის 1 თებერვალს შეიკრიბა.[41] ამავე წლის 15 მარტს მიანმარის პრეზიდენტად თინ ჩო იქნა არჩეული, რომელიც 1962 წლის პუტჩის შემდეგ, ქვეყნის პირველი არასამხედრო მმართველია.[42] 6 აპრილს, აუნ სან სუ ჩიმ სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობა დააწესა.
გეოგრაფია
რედაქტირებამიანმარის ფართობი 678,500 კმ²-ია. ქვეყანა ჩ. გ. 9° და 29° და ა. გ. 92° და 102°-ს შორის მდებარეობს. 2011 წლის თებერვლის მონაცემებით, მიანმარში 14 შტატი და რეგიონი, 67 რაიონი, 377 ქალაქი, 2,914 საარჩევნო ოლქი და 68,290 სოფელია.
მიანმარს ჩრდილო-დასავლეთიდან ბანგლადეში და ინდოეთი ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – ტიბეტის ავტონომიური რეგიონი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – ლაოსი და ტაილანდი. ქვეყანას სამხეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ბენგალის ყურე და ანდამანის ზღვა აკრავს. სანაპირო ხაზის სიგრძე 2,285 კილომეტრია, რაც მიანმარის საზღვრის საერთო სიგრძის ერთი მეოთხედია.
ქვეყნის ჩრდილოეთით ჩინეთ-ტიბეტის მთები მდებარეობს, რომელიც ბუნებრივი ბარიერის ფუნქციას ასრულებს და მიანმარს ჩინეთისგან გამოყოფს. ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია კაკაბო რაზი, რომელიც ზღვის დონიდან 5881 მეტრზე მდებარეობს. მიანმარის უგრძესი მდინარეა ირავადა, რომელიც 2,170 კილომეტრის სიგრძისაა და ანდამანის ზღვაში, მარტაბანის ყურეში ჩაედინება. მიანმარის მოსახლეობის უმრავლესობა ირავადას ხეობაშია დასახლებული.
კლიმატი
რედაქტირებამიანმარის უდიდესი ნაწილი ჩრდილოეთის ტროპიკსა და ეკვატორს შორისაა მოქცეული. ქვეყანა აზიის მუსონების რეგიონში მდებარეობს. მის სანაპირო რეგიონებში წლიურად 5,000 მმ ატმოსფერული ნალექი ფიქსირდება. ეს რიცხვი დელტის რეგიონში 2500 მმ, ხოლო ცენტრალური მიანმარის მშრალ ზონაში 1000 მმ-ზე ნაკლებია. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში საშუალო ტემპერატურა 21 °C, ხოლო დელტისა და სანაპირო რეგიონებში 32 °C-ია.
ხელისუფლება
რედაქტირებაამჟამად მიანმარში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მიღებული მესამე კონსტიტუცია მოქმედებს, რომელიც 2008 წელს ქვეყნის იმჟამინდელმა სამხედრო მმართველებმა შეადგინეს.
ქვეყანაში ორპალატიანი საპარლამენტო სისტემა მოქმედებს, სადაც მანდატების 25 % სამხედროებს ეკუთვნით, ხოლო დეპუტატთა 75%-ს საყოველთაო არჩევნების საშუალებით ირჩევენ. პარლამენტის ზედა პალატა 224 წევრისგან, ხოლო ქვედა (წარმომადგენელთა) პალატა 440 წევრისგან შედგება, რომელთაგაც 110 წევრს შეიარაღებული ძალები ნიშნავენ.
პოლიტიკური კულტურა
რედაქტირებამიანმარის წამყვანი პოლიტიკური პარტიებია დემოკრატიის ეროვნული ლიგა და ერთიანი სოლიდარობისა და განვითარების პარტია.
მიანმარი კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის 136-ე ადგილს იკავებს. 2016 წელს მიანმარი ყველაზე ნაკლებად კორუფციულ ქვეყანად დასახელდა.[43]
საერთაშორისო ურთიერთობები
რედაქტირებამიანმარის საერთაშორისო ურთიერთობები, განსაკუთრებით კი დასავლეთის ქვეყნებთან, ისტორიულად დაძაბულობით გამოირჩეოდა.
აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა მიანმარის მთავრობას ეკონომიკური სანქციები დააკისრა 1997,[44] 2003,[44] 2005,[45] 2007[44], 2008[44] და 2012 წლებში.[46] მიანმარს ასევე სანქციები დაუწესა ევროკავშირმა, მათ შორის იარაღის ემბარგო, შეუწყვიტა სავაჭრო შეღავათები და ყველანაირი სახის დახმარება, გარდა ჰუმანიტარულისა.[47] აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მიერ დაკისრებულ სანქციებს მოჰყვა დემოკრატიული მოძრაობის მომხრეთა მიერ ბოიკოტი და პირდაპირი ზეწოლა უცხოურ კორპორაციების მიმართ, რის შედეგაც მიანმარი თითქმის ყველა ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიამ დატოვა.[48]
დაძაბული საერთაშორისო ურთიერთობები მიანმარში 2010 წლის არჩევნების შემდეგ გატარებულმა რეფორმებმა გამოასწორა, როცა დიპლომატიური იზოლაცია და ეკონომიკური და სამხედრო სანქციები გაუქმდა.[49] 2012 წლის 13 იანვარს აშშ-მ მიანმართან დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურად განაახლა.[50]
2013 წლის მაისში, თეინ სეინი თეთრ სახლში ბარაკ ობამას ეწვია. ამერიკის პრეზიდენტმა მას წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები და აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობის შეწყვეტა მიულოცა. პოლიტიკურმა ლიდერებმა შეხვედრაზე პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლების, პოლიტიკურ რეფორმათა და კანონის უზენაესობის ინსტიტუციონალიზაცისაა და ეთნიკური კონფლიქტების დასრულების საკითხები განიხილეს. 21 მაისს მათ ორმხრივ სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.[51]
2013 წლის ივნისში მიანმარში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმოსავლეთ აზიის რეგიონული სამიტი ჩატარდა, რომელსაც მთელი მსოფლიოდან 1,200 ადამიანი დაესწრო.[52]
ეკონომიკა
რედაქტირებამიანმარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, რაშიც გადამწყვეტი ფაქტორები კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა ან არარსებობაა.[53]
სოფლის მეურნეობა
რედაქტირებამიანმარის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია ბრინჯი, რომელიც ქვეყნის დამუშავებული მიწების 60%-ს იკავებს. წონის მიხედვით, ბრინჯი ქვეყანაში წარმოებული მარცვლეული კულტურების პროდუქციის 97%-ს მოიცავს. 2008 წელს ქვეყანაში 50 მილიონი ტონა ბრინჯი მოიყვანეს.[54]
ბუნებრივი რესურსები
რედაქტირებამიანმარში მოიპოვება ძვირფასი თვლები, როგორებიცაა ლალი, საფირონი და მარგალიტი. ქვეყანაში მოპოვებული ძვირფასი თვლების უმრავლესობას ტაილანდი შეისყიდის. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ლალის 90% მიანმარში მოიპოვება.
ამერიკული და ევროპული საიუველირო კომპანიები, როგორებიცაა Bulgari და Tiffany and Cartier, უარს აცხადებენ მიანმარში მოპოვებული ძვირფასი თვლების იმპორტზე მაღაროებში დასაქმებულთა მძიმე სამუშაო პირობების გამო.
მიანმარი მდიდარია ნავთობით, ბუნებრივი აირითა და ლითონებით. ქვეყანაში იწარმოება სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ქსოვილები, ხის პროდუქცია და სამშენებლო მასალები.
საზოგადოება
რედაქტირებადემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მიხედვით, მიანმარის მცხოვრებთა რიცხვი 51,419,420 იყო,[55] ხოლო 2018 წლისთვის ეს რიცხვი 53.7 მილიონამდე გაიზარდა. ქვეყანაში მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე 76 ადამიანია.
ქვეყნის შობადობის მაჩვენებელი მოკვდაობის მაჩვენებელს მცირედით აღემატება და 2.23-ის ტოლია, რითაც საგრძნობლად ჩამორჩება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა, მსგავსი ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქვეყნებს.[56]
მიანმარში ქორწინების საშუალო ასაკი კაცებისთვის 27.5, ხოლო ქალებისთვის 26.4-ია.[57][58]
ეთნიკური ჯგუფები
რედაქტირებამიანმარი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ქვეყანაში 135 განსხვავებული ეთნიკური ჯგუფი შეინიშნება. რაც შეეხება ეთნოლინგვისტურ ჯგუფებს, ამ უკანასკნელთა რაოდენობა 108-ს აღემატება და მათი უმრავლესობა ტიბეტურ-ბირმული ენების ჯგუფს ეკუთვნის.
მიანმარის მოსახლეობის 68%-ს ბირმელები შეადგენენ, 10%-ს – შანები და 7%-ს – კარენები.[59] ეთნიკურ უმცირესობებს შორის არიან ჩინელები, ინდოელები, მონები და ჩინები.
2006 წლის შემდეგ,[60] აშშ-ში 55,000 ბირმელი ლტოლვილი გადავიდა საცხოვრებლად.[61] 2009 წლის მონაცემებით, ტაილანდის ლტოლვილთა ბანაკებში 110,000 ბირმელი ლტოლვილი ცხოვრობდა.[62]
რელიგია
რედაქტირებამიანმარში მოსახლეობის უმრავლესობა ბუდისტური აღმსარებლობისაა.[63][64] მათი ძირითადი ნაწილი თერავადას სკოლის მიმდევარია.[64] ქვეყანაში 500,000 ბუდისტი ბერი და 75,000 მონაზონია.[65]
2014 წლის კვლევის მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 87.9% ბუდიზმის მიმდევარია, 6.2% – ქრისტიანობის, 4.3% – ისლამის, 0.5% – ინდუიზმის, 0.2% – სხვა რელიგიების, ხოლო 0.1% თავს არც ერთი რელიგიის მიმდევრად არ თვლის.[66]
განათლება
რედაქტირებაიუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის 2000 წლის კვლევის მიხედვით, მიანმარში წიგნიერების დონე 90%.[67]
ქვეყანაში 146 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, მათ შორის 101 უნივერსიტეტი, 12 ინსტიტუტი და 33 კოლეჯი.[68] რაც შეეხება სკოლებს, მიანმარში 2047 საშუალო, 2605 საბაზო და 29944 დაწყებითი სკოლაა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მიანმამ შეცვალა სახელი და დროშა
- ↑ Myanmar Population (2018) – Worldometers.
- ↑ Burma. The World Factbook. U.S. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 October 2010.
- ↑ Burma. Human Rights Watch. ციტირების თარიღი: 6 July 2013
Myanmar Human Rights. Amnesty International USA. ციტირების თარიღი: 6 July 2013
World Report 2012: Burma. Human Rights Watch (22 January 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 June 2013. ციტირების თარიღი: 6 July 2013 - ↑ Madhani, Aamer (16 November 2012). „Obama administration eases Burma sanctions before visit“. USA Today.
Fuller, Thomas; Geitner, Paul (23 April 2012). „European Union Suspends Most Myanmar Sanctions“. The New York Times. - ↑ Greenwood, Faine. (27 May 2013) The 8 Stages of Genocide Against Burma's Rohingya | UN DispatchUN Dispatch. Undispatch.com. ციტირების თარიღი: 13 April 2014
„EU welcomes "measured" Myanmar response to rioting“. Reuters. 11 June 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2020.
„Q&A: Communal violence in Burma“. BBC. ციტირების თარიღი: 14 October 2013. - ↑ Vakulchuk, Roman; Kyaw Kyaw Hlaing; Edward Ziwa Naing; Indra Overland; Beni Suryadi and Sanjayan Velautham (2017). Myanmar’s Attractiveness for Investment in the Energy Sector. A Comparative International Perspective. Norwegian Institute of International Affairs (NUPI) and Myanmar Institute of Strategic and International Studies (MISIS) Report. p. 8.
- ↑ Burma (Myanmar). World Economic Outlook Database. International Monetary Fund.
- ↑ Human Development Report 2019. United Nations Development Programme (2019). ციტირების თარიღი: 9 December 2019.
- ↑ „Burma or Myanmar? Obama calls it both on visit“. Asian Correspondent. Bristol, England: Hybrid News Limited. Associated Press. 19 November 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 19 November 2012. ციტატა: „Yangon, Burma (AP) – Officially at least, America still calls this Southeast Asian nation Burma, the favoured appellation of dissidents and pro-democracy activists who opposed the former military junta's move to summarily change its name 23 years ago.“
Jason Burke (19 November 2012). „Burma v Myanmar – what's in a name? Obama plays it safe during historic visit“. The Guardian.
Burma (Myanmar). United States Department of State. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 October 2013. ციტირების თარიღი: 13 April 2014 - ↑ Canada and Myanmar relations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-20. ციტირების თარიღი: 2018-11-15.
- ↑ „The Ministry of Foreign Affairs of the Czech Republic provides CZK 2.5 million of immediate assistance to flood victims in Myanmar/Burma“. Ministry of Foreign Affairs of the Czech Republic. 7 August 2015. ციტირების თარიღი: 8 November 2015.
- ↑ Countries, economies and regions – Myanmar. Department of Foreign Affairs and Trade, Australian Government. ციტირების თარიღი: 14 September 2016
- ↑ „Burma vs. Myanmar: What's in a Name“. DW. 1 September 2007. ციტირების თარიღი: 2 August 2013.
- ↑ Mudditt, Jassica (19 November 2012). „Burma or Myanmar: Will the US make the switch?“. ციტირების თარიღი: 2 August 2013.
- ↑ Dittmer, Lowell (2010). Burma Or Myanmar? The Struggle for National Identity. World Scientific, გვ. 2. ISBN 9789814313643.
- ↑ Representations and travel advice – Myanmar. Federal Department of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 14 September 2016
- ↑ „Myanmar profile“. BBC News. 16 July 2013.
- ↑ „Myanmar Fast Facts“. CNN. 30 July 2013.
- ↑ „Birmanie: 87.000 Rohingyas réfugiés au Bangladesh en dix jours, selon l'ONU“. L'Obs. 4 September 2017. ციტირების თარიღი: 9 September 2017.
- ↑ L'actualité sur Birmanie par L'Obs.
- ↑ 'Birmanie ou Myanmar ? Le vrai faux débat francophone' – La France en Birmanie. Ambafrance-mm.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 13 April 2014
- ↑ The Constitution of the Union of Burma. DVB (1947). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 June 2006. ციტირების თარიღი: 7 July 2006.
- ↑ Zaw, Aung (September 2006). „Can Another Asian Fill U Thant's Shoes?“. The Irrawaddy. 14 (9). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 March 2012.
- ↑ Kipgen, Nehginpao (23 May 2017). „The united states of Myanmar?“. The Hindu. ციტირების თარიღი: 9 September 2017.
- ↑ Fink, Christina (2001). Living Silence: Burma under Military Rule. Bangkok: White Lotus. ISBN 978-1-85649-926-2.
- ↑ Tallentire, Mark (28 September 2007). „The Burma road to ruin“. The Guardian. London.
- ↑ Myint-U
- ↑ Han, Khin Kyaw. (1 February 2003) 1990 Multi-party Democracy General Elections. National League for Democracy. iBiblio.org.
- ↑ „Burma's new capital stages parade“. BBC News. 27 March 2006. ციტირების თარიღი: 24 June 2006.
- ↑ „Burma leaders double fuel prices“. BBC News. 15 August 2007. ციტირების თარიღი: 20 November 2012.
Booth, Jenny (24 September 2007). „Military junta threatens monks in Burma“. The Times. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 27 April 2010.
100,000 Protestors Flood Streets of Rangoon in "Saffron Revolution".
Fink, Christina (2009). „The Moment of the Monks: Burma, 2007“, რედ. Adam Roberts: Civil Resistance and Power Politics: The Experience of Non-violent Action from Gandhi to the Present. Oxford University Press, გვ. 354–70. ISBN 978-0-19-955201-6.
„UN envoy warns of Myanmar crisis“. English.aljazeera.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 February 2008. ციტირების თარიღი: 20 November 2012. - ↑ Fountain, Henry (6 May 2008). „Aid arrives in Myanmar as death toll passes 22,000, but worst-hit area still cut off –“. International Herald Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 October 2008.
- ↑ „Official: UN plane lands in Myanmar with aid after cyclone“. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 6 August 2015.
- ↑ Tens of thousands flee war, airstrikes in Kokang region. DVB Multimedia Group (12 February 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 3 აგვისტო 2020.
- ↑ Restricted Areas in Burma. Tourism Burma (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 January 2013. ციტირების თარიღი: 27 March 2013.
- ↑ Bunte, M. (2013). „Burma's Transition to Quasi-Military Rule: From Rulers to Guardians?“. Armed Forces & Society. 40 (4): 742. doi:10.1177/0095327X13492943. ISSN 0095-327X.
- ↑ Loyn, David (19 November 2011). „Obstacles lie ahead in Burma's bid for reform“. BBC. ციტირების თარიღი: 20 November 2011.
- ↑ Myers, Steven Lee (2 December 2011). „Clinton Says U.S. Will Relax Some Restrictions on Myanmar“. The New York Times. p. A6. ციტირების თარიღი: 15 May 2013.
- ↑ Golluoglu, Esmer (4 February 2012). „Aung San Suu Kyi hails 'new era' for Burma after landslide victory“. The Guardian. London.
- ↑ „Suu Kyi's National League for Democracy Wins Majority in Myanmar“. BBC News. 13 November 2015. ციტირების თარიღი: 13 November 2015.
- ↑ Suu Kyi's novice MPs learn ropes in outgoing Myanmar parliament. Channel NewsAsia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 28 January 2016
- ↑ Moe, Wae; Ramzy, Austin (15 March 2016). „Myanmar Lawmakers Name Htin Kyaw President, Affirming Civilian Rule“. The New York Times.
- ↑ Corruption Perceptions Index 2016. Transparency.org. ციტირების თარიღი: 13 November 2017
- ↑ 44.0 44.1 44.2 44.3 Burma Sanctions. Resource Center. U.S. Department of the Treasury (24 July 2013). ციტირების თარიღი: 4 August 2013
- ↑ (16 August 2005) Federal Register August 16, 2005, 31 CFR Part 537, U.S. Department of the Treasury.
- ↑ „Blocking Property of Persons Threatening the Peace, Security, or Stability of Burma“ (PDF). Federal Register. 77 (135): 41243–41245. 13 July 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 12 October 2012. ციტირების თარიღი: 4 August 2013.
- ↑ The EU's relations with Burma / Myanmar. European Union. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 July 2006. ციტირების თარიღი: 13 July 2006
- ↑ „Overview of Burma sanctions“. BBC. 18 December 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 August 2011. ციტირების თარიღი: 12 November 2011.
- ↑ Burma Freedom and Democracy Act of 2003. United States Library of Congress (4 June 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 January 2004. ციტირების თარიღი: 4 February 2007
- ↑ Myers, Steven Lee; Mydans, Seth (13 January 2012). „U.S. to Renew Myanmar Ties in Light of Reforms“. The New York Times. ციტირების თარიღი: 15 May 2013.
- ↑ „Obama Vows US Support As Myanmar Leader Visits“. NPR. Associated Press. 20 May 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 May 2013.
- ↑ თარგი:As written Voyages appointed travel manager for Myanmar's first major summit. TTGmice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 November 2013. ციტირების თარიღი: 29 April 2013
- ↑ Challenges to Democratization in Burma. International IDEA (November 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 July 2006. ციტირების თარიღი: 12 July 2006
- ↑ Faostat. Faostat.fao.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 July 2011. ციტირების თარიღი: 17 August 2012
- ↑ Spoorenberg, Thomas (2015). „Provisional results of the 2014 census of Myanmar: The surprise that wasn't“. Asian Population Studies. 11 (1): 4–6. doi:10.1080/17441730.2014.972084.
- ↑ Jones, Gavin W. (2007). „Delayed Marriage and Very Low Fertility in Pacific Asia“ (PDF). Population and Development Review. 33 (3): 453–478. doi:10.1111/j.1728-4457.2007.00180.x. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 9 March 2011. ციტირების თარიღი: 5 January 2015. მითითებულია ერთზე მეტი
|archiveurl=
და|archive-url=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|archivedate=
და|archive-date=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|accessdate=
და|access-date=
(დახმარება) - ↑ Mon, Myat (2000). „The Economic Position of Women in Burma“. Asian Studies Review. 24 (2): 243–255. doi:10.1111/1467-8403.00076 (inactive 2020-03-24).CS1-ის მხარდაჭერა: არააქტიური DOI (link)
- ↑ WorldMarriage Patterns 2000. United Nations
- ↑ Background Note: Burma. Bureau of East Asian and Pacific Affairs. U.S. Department of State (August 2005). ციტირების თარიღი: 7 July 2006
- ↑ „From tropical Burma to Syracuse, refugees adjust“. CBS News. 25 April 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 20 November 2012.
- ↑ "Office Of Refugee Resettlement: Data". U.S. Department of Health and Human Services.
- ↑ Kato, Mariko (18 February 2009). „Myanmar refugees to try resettling“. Japan Times. ციტირების თარიღი: 6 August 2014.
- ↑ Pew Research Center's Religion & Public Life Project: Burma დაარქივებული 2017-10-10 საიტზე Wayback Machine. . Pew Research Center. 2010.
- ↑ 64.0 64.1 Buddhanet.net. ციტირების თარიღი: 17 February 2011
- ↑ Pyone, Taung (14 November 2019). „Monks in Myanmar have a new target“. The Economist. ციტირების თარიღი: 17 November 2019.
- ↑ (July 2016) The 2014 Myanmar Population and Housing Census Report Volume 2-C. Department of Population Ministry of Labour, Immigration and Population, გვ. 12–15.
- ↑ Adult (15+) Literacy Rates and Illiterate Population by Region and Gender for (XLS). UNESCO Institute of Statistics (April 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 June 2007. ციტირების თარიღი: 13 July 2006
- ↑ Chronicle of National Development Comparison Between Period Preceding 1988 and after (up to 31 December 2006).