ნაციონალიზაცია — მიწისა და ნაციონალური მეურნეობის მნიშვნელოვანი ნაწილის (მრეწველობა, ბანკები, ტრანსპორტი, კავშირგბმულობა და სხვ.) კერძო საკუთრებიდან სახელმწიფო მფლობელობაში გადაცემის პოლიტიკა და პრაქტიკა. XX საუკუნეში ბევრ ქვეყანაში ნაციონალიზაცია სხვადასხვაგვარად და ფართოდ გამოიყენებოდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ პერიოდში მან მოიცვა ყოფილი სსრკ-ის, ხოლო 1945-50 წლებში – რიგი სოციალისტური ქვეყნების მიწისა და სახალხო მეურნეობის თითქმის მთლიანი მოცულობა. ნაციონალიზაციის მოთხოვნა ამა თუ იმ ფორმით ფიგურირებდა არასოციალისტური ქვეყნების მთელი რიგი პარტიების (უპირველეს ყოვლისა, სოციალისტური და კომუნისტური ორიენტაციის) საპროგრამო დოკუმენტებში, აქტიურად ხორციელდებოდა სოციალისტური მთავრობების (დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტების, საფრანგეთში სოციალისტების და სხვ.) მიერ. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ნაციონალიზაცია ყოველთვის და ყველგნ სასურველ შედეგს როდი იძლეოდა, ამიტომაც მას ხშირად პირუკუ - დენაციონალიზაციის პროცესი მოჰყვებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება