ნე ვინი

ბირმის არმიის ყოფილი გენერალი, ბირმის პრემიერ მინისტრი და ბირმის პრეზიდენტი

ნე ვინი (დ. 24 მაისი, 1911, პაუნგდე, ბრიტანეთის ბირმა — გ. 5 დეკემბერი, 2002, იანგონი, მიანმარი) — ბირმის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. გენერალი (1960). ბირმის მმართველი 1962-1988 წლებში.

ნე ვინი
მიანმარის მე-4 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 მარტი, 1974 – 9 ნოემბერი, 1981
წინამორბედივინ მაუნგი
მემკვიდრესან იუ

ბირმის კავშირის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 ოქტომბერი, 1958 – 4 აპრილი, 1960
წინამორბედიუ ნუ
მემკვიდრეუ ნუ

დაბადებული24 მაისი, 1911
პაუნგდე, ბრიტანეთის ბირმა
გარდაცვლილი5 დეკემბერი, 2002
იანგონი, მიანმარი
პოლიტიკური პარტიაბსპპ

იაპონელების მიერ ბირმის ოკუპაციის პერიოდში (1942-1945 წწ.) ეკავა სამეთაურო თანამდებობები ბირმის დამოუკიდებლობის არმიაში, იყო ბირმის თავდაცვის არმიის შტაბის უფროსი. 1947 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად, რომელმაც 1948 წლის 4 იანვარს გამოაცხადა ბირმის დამოუკიდებლობა. 1948 წელს დანიშნეს ჩრდილოეთის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლად. 1950-1972 წწ. გენშტაბის უფროსი და ბირმის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია. 1949-1950 წლებში პრემიერ-მინისტრის მოადგილეა. 1958-1960 წწ. პრემიერ-მინისტრი.

1962 წლის 2 მარტს ბირმის არმიამ ნე ვინის ხელმძღვანელობით ხელში აიღო ძალაუფლება, შეიქმნა რევოლუციური საბჭო (მოქმედებდა 1974 წლის მარტამდე) ნე ვინის ხელმძღვანელობით. 1962-1974 წლებში ნე ვინი იყო აგრეთვე რევოლუციური მთავრობის თავმჯდომარე. 1958-1972 წლებში თავდაცვის მინისტრი. 1974-1981 წლებში სახალხო კრების (პარლამენტის) სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე და ბირმის სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტი.

ლიტერატურა

რედაქტირება