ვინ მაუნგი (ბირმ. မန်းဝင်းမောင်; ინგლ. Win Maung; დ. 17 აპრილი, 1916, ჰლეზეიტი, ბრიტანეთის ბირმა — გ. 4 ივლისი, 1989, იანგონი, მიანმარი) — ბირმელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ბირმის პრეზიდენტი 1957 წლის 13 მარტიდან 1962 წლის 2 მარტამდე.

ვინ მაუნგი
ვინ მაუნგი
ბირმის კავშირის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 მარტი, 1957 – 2 მარტი, 1962
წინამორბედიბა უ
მემკვიდრენე ვინი

დაბადებული17 აპრილი, 1916
ჰლეზეიტი, ბრიტანეთის ბირმა
გარდაცვლილი4 ივლისი, 1989
იანგონი, მიანმარი
მეუღლემია მაი
რელიგიაბუდიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვინ მაუნგი დაიბადა 1916 წლის 17 აპრილს იანგონის მახლობლად მდებარე სოფელ ჰლეზეიტში, ეროვნებით კარენი უ შვე იინისა დაუ ტარის ოჯახში. 1937 წელს დაამთავრა რანგუნის უნივერსიტეტის ჯადსონის კოლეჯი და მიიღო ხელოვნების ბაკალავრის წოდება. მსახურობდა ბრიტანულ ნავთობკომპანიაში „ბირმა ოილ კომპანიში“ და კოლონიალური ადმინისტრაციის ორგანოებში. იაპონიასთან წყნარი ოკეანის აუზში ომის დაწყების შემდეგ ვინ მაუნგი მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში ლეიტენანტის წოდებით. მონაწილეობდა იაპონიის არმიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში, გაწევრიანდა ბირმის ეროვნულ პოლიტიკურ ორგანიზაციაში სახალხო თავისუფლების ანტიფაშისტური ლიგა. 1944 წელს გააგზავნეს სამხედრო მომზადებისთვის ინდოეთისა და ცეილონის ბრიტანულ სასწავლო ცენტრებში. 1945 წელ, როდესაც სახალხო თავისუფლების ანტიფაშისტურმა ლიგამ დაიწყო ანტიიაპონური აჯანყება, ვინ მაუნგი პარაშუტით დაეშვა ტაუნგუს რაიონში ანტიიაპონური წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზებისათვის. დაკავებული იყო კარენების პარტიზანული ჯგუფების ჩამოყალიბებით.

საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ აირჩიეს კარენი ახალგაზრდობის ლიგის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ — გაერთიანებული კარენების ლიგის თავმჯდომარედ. როგორც სახალხო თავისუფლების ანტიფაშისტური ლიგის აღმასკომის წევრი, 1947 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების დეპუტატად. ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაიკავა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის თანამდებობა. 1951–1952 და 1956 წლებში აირჩიეს პარლამენტის დეპუტატად. სხვადასხვა დროს ასევე ეკავა შახტების, სამთო მრეწველობისა და მთის სამუშაოების, წყლის საჰაერო და სავაჭრო ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობები.

1957 წლის 11 მარტს ვინ მაუნგი ბირმის კავშირის პრემიერ-მინისტრ უ ნუს წინადადებით ერთხმად აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. ქვეყნის პოლიტიკური ელიტა იმედს გამოთქვამდა, რომ მისი მოღვაწეობა ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დამყარებულიყო მშვიდობა და წესრიგი. ორი დღის შემდეგ, 1957 წლის 13 მარტს ვინ მაუნგმა ოფიციალურად დაიკავა ბირმის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობა.

ვინ მაუნგის პრეზიდენტობის პერიოდი დაემთხვა მორიგ პოლიტიკურ ძვრებს ქვეყნის ისტორიაში. 1958 წლის პოლიტიკურმა კრიზისმა ხელისუფლებაში მოიყვანა დროებითი სამხედრო მტავრობა გენერალ ნე ვინის ხელმძღვანელობით, რომელმაც გარკვეულწილად მოახერხა სიტუაციის სტაბილიზაცია და 1960 წელს ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები.მაგრამ ხელისუფლებაში დაბრუნებულმა უ ნუმ ვერ მოახერხა ბირმის პრობლემების გადაჭრა და 1962 წლის 2 მარტს ხელსუფლებაში მოვიდა ბირმის რევოლუციური საბჭო გენერალ ნე ვინის მეთაურობით. ვინ მაუნგი გადააყენეს პრეზიდენტის თანამდებობიდან, დააპატიმრეს და ციხეში გაუშვეს ხუთი წლის ვადით.

1967 წელს, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი მთლიანად ჩამოშორდა დიდ პოლიტიკას და ცხოვრობდა როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე.

ვინ მაუნგი გარდაიცვალა 1989 წლის 4 ივლისს იანგონში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება