უ ნუ
უ ნუ (დ. 25 მაისი, 1907 — გ. 14 თებერვალი, 1995) — ბირმის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე.
უ ნუ | |
ბირმის კავშირის 1-ლი პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 იანვარი, 1948 – 12 ივნისი, 1956 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | უ ბა სვე |
ბირმის კავშირის მე-3 პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 თებერვალი, 1957 – 28 ოქტომბერი, 1958 | |
წინამორბედი | უ ბა სვე |
მემკვიდრე | ნე ვინი |
ბირმის კავშირის მე-5 პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 აპრილი, 1960 – 2 მარტი, 1962 | |
წინამორბედი | ნე ვინი |
მემკვიდრე | ნე ვინი |
დაბადებული | 25 მაისი, 1907 ვაკემა, ბრიტანეთის ინდოეთი |
გარდაცვლილი | 14 თებერვალი, 1995 იანგონი, მიანმარი |
პოლიტიკური პარტია | სახალხო თავისუფლების ანტიფაშისტური ლიგა |
1929 წელს დაამთავრა იანგუნის უნივერსიტეტი. 1942–1945 წწ. საგარეო საქმეთა და ინფორმაციის მინისტრი იაპონელი ოკუპანტების მიერ შექმნილ ბა მოს მთავრობაში. 1945-1947 წლებში დამფუძნებელი კრების სპიკერი. სახალხო თავისუფლების ანტიფაშისტური ლიგის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1947–1948 წლებში პრეზიდენტი. ლიგის გათიშვის შემდეგ, 1958 წელს მეთაურობდა „წმინდა ლიგას“ (1960 წლიდან — საკავშირო პარტია). 1947–1948 წლებში ბირმის დროებითი ეროვნული მთავრობის პრემიერ-მინისტრი. 1948–1956, 1957–1958, 1960–1962 წლებში ბირმის კავშირის პრემიერ-მინისტრი. ხელისუფლების სათავეში რევოლუციური საბჭოს მოსვლის შემდეგ დააპატიმრეს (1962–1966). 1973 წელს ინდოეთში დასახლდა და ბუდისტი ბერი გახდა.
1980 წელს კვალვ დაბრუნდა ბირმაში. 1988 წელს, სამხედრო პუტჩის შემდეგ დააპატიმრეს. გაათავისუფლეს 1992 წელს. გარდაიცვალა 1995 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 162.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Time Magazine cover დაარქივებული 2013-01-02 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- The House on Stilts დაარქივებული 2013-05-05 საიტზე Wayback Machine.
- U Nu's speech on Burmese independence, January 4, 1948 დაარქივებული May 11, 2010[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- U Nu - Centennial Birthday May 25, 2007 დაარქივებული December 20, 2021[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- The Columbia Encyclopedia დაარქივებული 2009-02-12 საიტზე Wayback Machine.
- Encyclopædia Britannica article