28 ოქტომბერი
თარიღი
28 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 301-ე დღე (ნაკიან წლებში – 302-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 64 დღე.
<< | ოქტომბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 | |||
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 306 : მაქსენტიუსი რომის იმპერატორად გამოცხადდა.
- 312 : მილვიოს ხიდის ბრძოლა - კონსტანტინე I ამარცხებს მაქსენტიუს და რომის ერთპიროვნული იმპერატორი ხდება.
- 1492 : ქრისტეფორე კოლუმბი კუბაზე გადმოსხდა.
- 1516 : თურქული ჯარები დიდი ვეზირი სინან ფაშას მეთაურობით ამარცხებენ მამლუქებს ღაზასთან.
- 1538 : ახალი მსოფლიოს პირველი უნივერსიტეეტი - უნივერსიდად სანტო ტომას დე აქინო დაარსდა.
- 1628 : ლა როშელის ალყა, რომელიც 14 თვეს გრძელდებოდა, ჰუგენოტების დამარცხებით დამთავრდა.
- 1848 : პირველი რკინიგზის ხაზი გაიხსნა ესპანეთში ბარსელონასა და მატაროს შორის.
- 1886 : ნიუ-იორკის უბეში გროვერ კლივლანდმა თავისუფლების ქანდაკება გახსნა.
- 1918 : ჩეხოსლოვაკია დამოუკიდებელი გახდა ავსტრია-უნგრეთისაგან.
- 1922 : მარში რომზე - იტალიელი ფაშისტები ბენიტო მუსოლინის წინამძღოლობით რომში შემოდიან და იტალიის მთავრობას იღებენ კათოლიკური ეკლესიის დახმარებით; რომის პაპი პიუს IX-ს განცხადებით „მუსილინი ღვთის მოგზავნილი ადამიანია“.
- 1924 : საფრანგეთმა ოფიციალურად ცნო სსრ კავშირი.
- 1940 : მეორე მსოფლიო ომი - იტალია საბერძნეთში იჭრება ალბანეთის გავლით. ეს დღე საბერძნეთში აღინიშნება როგორც „უარის დღე“.
- 1941 : ჰოლოკოსტი კაუნასში - გერმანიის სს-ელები კაუნასის გეტოში 9000-მდე ებრაელს ხოცავენ. დილის 6 საათზე ყველა ებრაელი მამაკაცი, ქალი თუ ბავშვი დემოკრატუს მოედანზე შეყარეს დასახვრეტად, შემდეგ კი თხრილებში დამარხეს.
- 1942 : ჰოლოკოსტი - 8000-მდე ებრაელი კრაკოვიდან ბელზეკის სიკვდილის ბანაკში შეყარეს.
- 1943 : ფილადელფიის ცდას სავარაუდი თარიღი.
- 1954 : ნიდერლანდების სამეფო დაარსდა როგორც ფედერალური მონარქია.
- 1962 : კუბის ქობინთა კრიზისი - საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშოვი აცხადებს, რომ მისი ბრძანებით კუბიდან საბჭოთა ქობინები მოხსნილ იქნა.
- 1965 : სენტ-ლუისში, მისური, მონუმენტი გეიტუიე არჩის მშენებლობა დასრულდა.
- 1979 : პირველად აღინიშნა „თბილისობის“ დღესასწაული.
- 1981 : ჰევი-მეტალის ბენდი „მეტალიკა“ შეიქმნა სან-ფრანცისკოში.
- 1986 : თავისუფლების ქანდაკების დადგმის 100 წლისთავი აღინიშნა ნიუ-იორკის უბეში.
- 1990 : საქართველოში ჩატარდა პირველი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ ზ. გამსახურდიას ხელმძღვანელობით. არჩევნების შედეგად ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ეროვნული პარლამენტი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
- 2007 : კომეტა 17პ/ჰოლმსი უეცრად 500 000-ჯერ კაშკაშა და შეუიარაღებელი თვალით ხილვადი გახდა ღამის ცაზე. მხოლოდ 175 ვარსკვლავია უფრო კაშკაშა.
- 2011 : პერუს ქალაქ იკის მახლობლად 6.9 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
- 2018 : ბრაზილიის პრეზიდენტად ჟაირ ბოლსონარუ აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1017 : ჰაინრიხ III — გერმანიის მეფე (გ. 1056)
- 1720 : ანტონ I — ქართველი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს კათოლიკოსი, მწერალი, მეცნიერი (გ.1788)
- 1848 : სარაჯიშვილი, დავით — ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი
- 1882 : რობაქიძე, გრიგოლ — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე
- 1904 : ბააზოვი, გერცელ — მწერალი (გ. 1938)
- 1955 : გეიტსი, ბილ — ამერიკელი ბიზნესმენი
- 1967 : რობერტსი, ჯულია — ამერიკელი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 1704 : ლოკი, ჯონ — ინგლისელი ფილოსოფოსი (დ. 1632)
- 1740 : ანა — რუსეთის დედოფალი (დ. 1693)
- 1912 : ისიკავა ტაკუბოკუ — იაპონელი პოეტი
- 1936 : გაბაშვილი, გიორგი (გიგო) — ქართველი ფერმწერი
- 2023 : არჩვაძე, თენგიზ — ქართველი მსახიობი (დ. 1932)
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- აგრეთვე:
- ჩეხეთი : დამოუკიდებლობის დღე
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები: