ბრიტანეთის ინდოეთი
ბრიტანეთის ინდოეთი — 1858-1947 წლებში ინდოეთის სუბკონტინენტზე არსებული ბრიტანული მმართველობა.[1] ეს ტერმინი ასევე მიესადაგება დომინიონის პერიოდსაც.[1][2] ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიას ზოგადად ინდოეთი ეწოდებოდა (დღეისთვის, „ბრიტანეთის ინდოეთი“). 1876 წლის შემდეგ სახელმწიფო მოწყობას ოფიციალურად ეწოდებოდა „ინდოეთის იმპერია“ და საბუთებსაც ამ დასახელებით უშვებდა. როგორც ინდოეთი ის იყო ერთა ლიგის დამაარსებელი წევრი და მონაწილეობდა 1900, 1920, 1928, 1932 და 1936 წლების ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.
ინდოეთი Indian Empire | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ბრიტანეთის ინოეთის იმპერია 1909 წელს | |||||||||
დედაქალაქი | კოლკატა (1858–1912) ნიუ-დელი (1912–1947) შიმლა (ზაფხული) | ||||||||
ენა | ჰინდი-ურდუ, ინგლისური, და სხვა ადგილობრივი ენები | ||||||||
რელიგია | რომის კათოლიკური ეკლესია | ||||||||
ფულის ერთეული | ბრიტანული ინდოეთის რუპია | ||||||||
მმართველობის ფორმა | კონსტიტუციური მონარქია | ||||||||
ინდოეთის იმპერატორი | |||||||||
- 1858–1901 | ვიქტორია | ||||||||
- 1901–1910 | ედუარდ VII | ||||||||
- 1910–1936 | ჯორჯ V | ||||||||
- 1936 | ედუარდ VIII | ||||||||
- 1936–1947 | ჯორჯ VI | ||||||||
ისტორია | |||||||||
- ინდოეთის აჯანყება (1857) | 10 მაისი 1857 | ||||||||
- ინდოეთის უკეთესი მართვის აქტი (1858) | 2 აგვისტო 1858 | ||||||||
- ინდოეთის დამოუკიდებლობის აქტი (1947) | 15 აგვისტო 1947 | ||||||||
- ინდოეთის დაყოფა | 15 აგვისტო 1947 | ||||||||
გეოგრაფია
რედაქტირებაბრიტანეთის ინდოეთი მოიცავდა მთლინად ინდოეთის ნახევარკუნძულს — დღევანდელი ინდოეთის ყველა რეგიონს, პაკისტანს, ბანგლადეშს, ნეპალსა და ბჰუტანს. მის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს ასევე შედიოდა: ადენის კოლონია (1858-1937 წლებში), ქვემო ბირმა (1858-1937 წლებში), ზემო ბირმა (1886-1937 წლებში), ბრიტანეთის სომალი (1884-1898 წლებში) და სინგაპური (1858-1867 წლებში).
დაყოფის გეგმა: 1947
რედაქტირება-
ინდუსების პროცენტული რაოდენობა ოლქების მიხედვით, 1909 წელს.
-
მუსლიმების პროცენტული რაოდენობა ოლქების მიხედვით, 1909 წელს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე ბრიტანეთის ლეიბორისტულმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ინდოეთში ბრიტანული მმართველობა დაესრულებინა. ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო შიდა ეკონომიკური პრობლემების, საერთაშორისო ზეწოლისა და ინდოეთში არსებული მზარდი უკმაყოფილების გამო.
დამოუკიდებლობამ პენჯაბისა და ბენგალის პროვინციებში ინდუსებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება გაამძაფრა, რომელსაც მანამდე იქ არსებული ბრიტანული ჯარი აკავებდა. 1947 წლის 14 აგვისტოს პაკისტანის დომინიონმა თავისი პირველი პრეზიდენტი აირჩია კარაჩიში, მომდევნო დღეს 15 აგვისტოს ასევე ინდოეთმაც ნიუ-დელიში მოახდინა პირველი პრეზიდენტის ოფიციალური ინაგურაცია. ამ გაყოფამ გამოიწვია დაახლოებით 250 000 - 500 000 ადამიანის იძულებითი გადასახლება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Keith, Arthur Berriedale (1912). Responsible government in the dominions. The Clarendon press. , major primary sources in 1670pp
- Indian Year-book for 1862: A review of social, intellectual, and religious progress in India and Ceylon (1863), ed. by John Murdoch online edition 250pp; 1861 edition
- The Year-book of the Imperial Institute of the United Kingdom, the colonies and India: a statistical record of the resources and trade of the colonial and Indian possessions of the British Empire (2nd. ed. 1893) 880pp; India = pp 375–462 online edition
- The Imperial Gazetteer of India (26 vol, 1908-31), highly detailed description of all of India in 1901. online edition
- Statistical abstract relating to British India, from 1895-96 to 1904-05 (London, 1906) full text online, 278pp
- The Cyclopedia of India: biographical, historical, administrative, commercial (1908) complete text online, business history, biographies, illustrations
- The Indian year book: 1914 (1914) snippets
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Oxford English Dictionary, 3rd edition (June 2008), on-line edition (September 2011): "spec. In full British Raj. Direct rule in India by the British (1858–1947); this period of dominion."
- ↑ Oxford English Dictionary, 2nd edition, 1989. Examples: 1955 Times 25 Aug. 9/7 It was effective against the British raj in India, and the conclusion drawn here is that the British knew that they were wrong. 1969 R. MILLAR Kut xv. 288 Sir Stanley Maude had taken command in Mesopotamia, displacing the raj of antique Indian Army commanders. 1975 H. R. ISAACS in H. M. Patel et al. Say not the Struggle Nought Availeth 251 The post-independence régime in all its incarnations since the passing of the British Raj.