ლეიბორისტული პარტია (გაერთიანებული სამეფო)
ლეიბორისტული პარტია (ინგლ. Labour Party) — მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია და მმართველი ძალა გაერთიანებულ სამეფოში.
ლეიბორისტული პარტია | |
---|---|
Labour Party | |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | კირ სტარმერი |
თავმჯდომარე | ანჯელა რეინერი |
გენერალური მდივანი | დევიდ ევანსი |
ისტორია | |
დაფუძნდა | 27 თებერვალი, 1900 |
პოზიციები | |
იდეოლოგია |
სოციალ-დემოკრატია[1] დემოკრატიული სოციალიზმი[2] |
პოლიტიკური პოზიცია | მემარცხენე-ცენტრიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპელი სოციალისტების პარტია |
წევრი | 519,000[3] |
ფერები | |
შტაბ-ბინა | ლონდონი[4] |
labour.org.uk |
პარტია დაარსდა 1900 წელს, როგორც მუშათა წარმომადგენელთა კომიტეტი. 1906 წლიდან ამჟამინდელი სახელი ჰქვია. 1918 წლის თებერვალში მიღებულ იქნა ლეიბორისტული პარტიის წესდება-კონსტიტუცია. ამავე წლის აგვისტოში მიიღეს პროგრამული დოკუმენტი „შრომა და ახალი სოციალური წყობა“.
პარტიის ორიენტაცია სოციალ-დემოკრატიულია და დაკავშირებულია პროფკავშირების მოძრაობასთან. პირველად მთავრობაში მოვიდა 1924 წელს. 2010-2015 წლებში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი იყო ედ მილიბენდი, რომელიც 2015 წლის გენერალურ არჩევნებში პარტიის დამარცხების გამო პოსტიდან გადადგა, ხოლო მისი ადგილი ჯერემი კორბინმა დაიკავა. 2024 წლის 4 ივლისს ლეიბორისტულმა პარტიამ, კირ სტარმერის ხელმძღვანელობით, დიდი გამარჯვება მოიპოვა გაერთიანებული სამეფოს საყოველთაო არჩევნებში, რითაც თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 412 ადგილს დაიკავებენ.[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პარტიის ოფიციალური საიტები
- ლეიბორისტები
- შოტლანდიელი ლეიბორისტები
- უელსელი ლეიბორისტები დაარქივებული 2015-07-01 საიტზე Wayback Machine.
- ახალგაზრდა ლეიბორისტები დაარქივებული 2018-08-31 საიტზე Wayback Machine. — პარტიის ახალგაზრდული ფრთა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nordsieck, Wolfram. (2017)United Kingdom. Parties and Elections in Europe. ციტირების თარიღი: 3 May 2018.
- ↑ Adams, Ian (1998) Ideology and Politics in Britain Today, illustrated, reprint, Manchester University Press, გვ. 144–145. ISBN 978-0-7190-5056-5. ციტირების თარიღი: 21 March 2015.
- ↑ Labour membership falls slightly but remains above 500,000. the Guardian (8 August 2019). ციტირების თარიღი: 8 August 2019.
- ↑ Stephen O'Shea and James Buckley. (8 December 2015) Corbyn’s Labour party set for swanky HQ move. ციტირების თარიღი: 8 October 2017.
- ↑ 2024 UK general election results in graphics